
"შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს ვინმესთვის ჩვენი ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ მსგავსი ტკივილი გამოუცდია ვინმეს, ის სწორად გაგვიგებს" — აცხადებს ჰეილისი.


"სიდნი ჯერ კიდევ მუცელში იყო, როცა გავიგეთ, რომ ის დაავადებას ვერ გადაიტანდა. ჩვენ გვინდოდა მასთან ერთად ცოტახნით მაინც ვყოფილიყავით და ხელში აგვეყვანა. სიყვარული და სითბო გვეჩუქებინა იმის ნაცვლად, რომ რეანიმაციაში მისი ტანჯვისთვის გვეყურებინა და ვერ შევხებოდით. მოვიფიქრეთ ჩაგვეტარებინა კარგი, პროფესიონალური ფოტოსესია. როცა ოთხი კვირის შემდეგ ფოტოები მივიღეთ, ისინი ძალიან დაგვეხმარა ტკივილის შემსუბუქებაში. იმ წუთს შეიძლება ვერც კი დახედო ფოტოებს, ვერ გაიგო რა საჭირო იყო ეს, რადგან ძალიან დიდი ტკივილია... მაგრამ რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო ხვდები, რომ ეს არის ერთადერთი სამახსოვრო რამ, რაც დაგვრჩა. სიდნისთან გატარებული რამოდენიმე საათი - ეს ყველაზე დიდი რამ არის, რაზეც კი შეიძლება გვეოცნება და მე მადლობელი ვარ, რომ ჩვენს ოჯახში ეს სამახსოვრო ფოტოები არსებობს" - აცხადებს გარდაცვლილი ჩვილის დედა.



ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა პედიატრების სანახავად გადადით ბმულზე : პედიატრი