თვალები ჯანმრთელობის სარკეაო

თვალები ჯანმრთელობის სარკეაო

6911 ნახვა

იცოდი, რომ თვალები არა მარტო სულის, არამედ ჯანმრთელობის სარკეა? 
იმისათვის, რომ გაიგო თუ, რას ირეკლავენ შენი თვალები განაგრძე კითხვა...

უჩინმაჩინი წარბები
თუ კი წარბები იწყებენ გაქრობას, შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებასთან (ჰიპოთირეოზი) გვქონდეს საქმე.

ქალაზიონი (ჯიბლიბო)
რომელიც არ ქრება ეს შეიძლება მიანიშნებდეს ცხიმოვანი ჯირკვლის კიბოზე.

ნაპერწკლების თვალებიდან
ნაპერწკლების მსგავსი მანათობელი წერტილები ან ხაზები, რომელსაც თავის ტკივილიც ახლავს შაკიკისთვისაა დამახასიათებელი.

ყვითელი თვალები
ყვითელი თვალები მიგვანიშნებს ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის პრობლემებზე.

''გადმოკარკლული" თვალები
გამოწეულ თვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჰიპერთირეიდიზმია.

თვალებში გაორება, თვალების დაბინდვა ან საერთოდ მხედველობის დაკარგვა
ეს არის ინსულტის ვიზუალური გამაფრთხილებელი ნიშნები.

ბუნდოვანი მხედველობა
დიაბეტიანი ადამიანები თვალის სხვადასხვა პრობლემის განვითარების რისკის ქვეშ არიან, რომელთაგანაც რეტინოპათია ყველაზე გავრცელებულია.

ასაკის მომატებისას მხედველობის გაუარესება გარდაუვალია?
თანამედროვე სამყაროში რთულია არ დაიზიანო მხედველობა. თუმცა დღესდღეობით არსებობს ბევრი საშუალება იმისა თუ, როგორ შეინარჩუნო იდეალური მხედველობა.

თუ კი:

  • დიდ დროს ატარებ კომპიუტერთან
  • ეწევი
  • გაქვს დიაბეტი ხარ ჭარბწონიანი
ე.ი. კიდევ უფრო მეტად უნდა ღელავდე საკუთარ მხედველობაზე, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები არიან შენი თვალის ჩინის მტრები!

პატარა რჩევები:

  • მიატოვე მოწევა
  • მოერიდე მავნე ცხიმებს
  • მიიღე ბევრი სასარგებლო ცხიმი - ომეგა 3
  • ჭამე ბევრი მწვანე ბოსტნეული, განსაკუთრებით კომბოსტო
  • მიხედე გულსისხლძარღვთა სისტემას
  • დააბალანსე შაქრის დონე სისხლში
 

ოფთალმოლოგიური კლინიკების სანახავად გამოდით ბმულზე:

ოფთალმოლოგიური კლინიკები საქართველოში

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.