სოლარიუმი - ესთეტიკური მედიცინა

სოლარიუმი - ესთეტიკური მედიცინა

12824 ნახვა
ძალიან ბევრ ქალბატონს სურს ჰქონდეს გარუჯული კანი მთელი წლის მანძილზე. მზიანი ზაფხული - რუჯის მისაღებად იდეალური დროა, მაგრამ რა უნდა ქნან ქალბატონებმა შემოდგომით და ცივ ზამთარში? სოლარიუმი - ერთად-ერთი საშუალებაა, რომელიც დაგეხმარებათ მთელი წლის მანძილზე ლამაზი რუჯის ქონაში. თუმცა, აქვე უნდა დავსვათ შეკითხვა: რამდენად გათვითცნობიერებული ხართ ამ საშუალების გამოყენებაში და რამდენად კარგად იცნობთ მის დადებით და უარყოფით თვისებებს?

სოლარიუმი, მისი დადებითი და უარყოფითი თვისებები - სწორედ ეს არის ჩვენი სტატიის თემა.

ბოლო წლებში მედიკოსებმა უამრავი კვლევა ჩაატარეს, რომელიც ეხებოდა სოლარიუმში გარუჯვას. აღმოჩნდა, რომ ადამიანებში, რომლებიც რუჯის მისაღებად ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ, კანის კიბოს დაავადების მაღალი რისკია. მაგალითად, ბრიტანეთში 16 წლამდე მოზარდებს აკრძალული აქვთ სოლარიუმში ვიზიტი. იგივე სიტუაციაა აშშ-ში. თუმცა, მიუხედავად ამისა, სოლარიუმში გარუჯვა პოპულარობას მაინც არ კარგავს და სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ ცალკე სტატია მიგვეძვღვნა ამ საკითხისთვის, სადაც საუბარი იქნებოდა ასეთი ფორმით გარუჯვის დადებით და უარყოფით თვისებებზე, რაც თავის მხრივ ადამიანებს დაეხმარება პროცედურაზე მეტი წარმოდგენა ჰქონდეთ და გაითვალისწინონ რჩევები.

სოლარიუმის დადებითი თვისებები

მისი მუშაობის პრინციპი ეფუძნება მზის სხივების ადამიანის კანზე ზემოქმედებას. ამიტომ, სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები ააქტიურებენ ადმაიანის ორგანიზმის მიერ D ვიტამინის გამომუშავების პროცესს, რომელიც თავის მხრივ აქტიურ მონაწილეობას იღებს ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში. სოლარიუმის სეანსები აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, მაგალითად აქრობს გამონაყარს, აშუშებს წყლულოვან და რთულად შეხორცებად ჭრილობებს. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ, ადამიანის ორგანიზმში ხდება ენდორფინის - ბედნიერების ჰორმონის გამომუშავება, შესაბამისად სოლოარიუმში ვიზიტი ადამიანს კარგ განწყობაზე აყენებს. სწორედ ამიტომ, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე დეპრესიასთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ ზოგჯერ სოლარიუმში ვიზიტი ნამდვილად სასარგებლოდ წაგადგებათ.

რაც შეეხება მავნე თვისებებს, სოლარიუმი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ტექნოლოგია ან პროცედურა, საჭიროებს კარგ ცოდნას და მის გამოყენებამდე გარკვეული საკითხების დაზუსტებას, რადგან ულტრაიისფერ სხივებს შეუძლიათ კანის უჯრედებში კოლაგენისა და ელასტინის დაშლა, შესაბამისად, სოლარიუმში ზედმეტი დროის გატარება გამოიწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების წარმოქმნას. გარდა ამისა, ის აშრობს კანს, თმას, არსებობს კანის კიბოს - მელანომას განვითარების საფრთხე, სასტიკად არ არის რეკომენდირებული სოლარიუმში ვიზიტი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის. კრიტიკული დღეებისას, სარძევე ჯირკვლების პრობლემებისა და კანის დაავადებების არსებობის შემთხვევაში კატეგორიულად გამორიცხეთ სოლარიუმში რუჯის მიღება!

მოკლედ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გახსოვდეთ, რომ რუჯის მისაღებად სოლარიუმში ხშირად მისვლა საჭირო არ არის. საკმარისია 4-6 ვიზიტი, კვირაში 2-ჯერ, იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ და კანზე ბუნებრივი რუჯის ფერი ხანგრძილვად შეინარჩუნოთ.

იმისათვის, რომ სოლარიუმში ვიზიტი სასიამოვნო და უსაფრთხო იყოს, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

-რუჯის მიღებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი ჯანმრთელობა წესრიგშია ყოველმხრვი, ურიგო არ იქნება ექიმის კონსულტაცია;

-აუცილებლად დალიეთ ბალახეულის ჩაი ან ფორთოხლის წვენი;

-მიიღეთ შხაპი და გამოიყენეთ ტანის გელი მგრძნობიარე კანისთვის;

-დაბანის შემდეგ კანზე წაისვით დამატენიანებელი ლოსიონი.

როგორც ხედავთ, სოლარიუმში გარუჯვას, ისევე როგორც ყველა საკითხს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, სწორედ ამიტომ, საჭიროა ამ საკითხს, ისევე როგორც ყველა დანარჩენს, მიუდგეთ გონივრულად, რაც დაგეხმარებათ უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებასა და პროცედურისგან სასიამოვნო და სასურველი შედეგის მიღებაში.

თუ თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც გარუჯული კანი მოსწონს და სურს მთელი წლის მანძილზე შეინარჩუნოს ლამაზი რუჯი, მაშინ ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი რჩევები და ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაიგოთ სოლარიუმის ფასები თბილისში , შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სალონი და ისიამოვნოთ პროცედურით.

tsamali.ge გისურვებთ ჯანმრთელობას!

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.