საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ფერმერი
ნინო ზამბახიძე საკუთარ ფეისბუქის კედელზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
ამ პოსტს უცვლელად გთავაზოთ:
ეს უნდა მოვყვე, წავედი გერმანიაში ერთი მიზეზის გამო, ექოსკოპიური გამოკვლევების შედეგად საქართველოში მქონდა 4 კლინიკის სხვადასხვა პასუხი, ამიტომ გადავწყვიტე გადამოწმება და წავედი მიუნხენში ერთერთ ცნობილ კლინიკაში Klinikum Fürstenfeldbruck, ვერ წარმოიდგენთ როგორი ამაყი ვიყავი როდესაც გავიგე, რომ ამ კლინიკის განყოფილების გამგე არის ქართველი გიორგი გრიგოლია, უმაგრესი ექიმი და უმაგრესი ადამიანი სწორედ მან ჩამიტარა გამოკვლევა! მინდა რომ იცნობდეთ და ამაყობდეთ მისით!
<3
P.s ერთი კარგი ამბავი არის ის რომ,
მედიქლაბში ექიმ
დიმიტრი წვერავას მიერ ჩატარებული კვლევის პასუხი და რეგიონულ ჰოსპიტალში მაკა ქუთათელაძის მიერ გაკეთებული მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხი დაემთხვა გერმანიის პასუხებს!
მეტი კარგი ექიმი ჩვენ ქვეყანას!
<3
ეს უნდა მოვყვე, წავედი გერმანიაში ერთი მიზეზის გამო, ექოსკოპიური გამოკვლევების შედეგად საქართველოში მქონდა 4 კლინიკის...
Posted by Nino Zambakhidze on Sunday, May 19, 2019