"სინოფარმით" ვაქცინაცია, ჯანმოს მიერ ავტორიზაციის მიღებამდე შეიძლება დაიწყოს

964 ნახვა
 „ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო. მთავარი განხილვის საგანი იქნება, დავიწყებთ თუ არა ჯანმოს მიერ ავტორიზაციის მიღებამდე „სინოფარმით“ ვაქცინაციას. იმიტომ, რომ „სინოფარმის” ვაქცინით ვაქცინაცია დაწყებულია 40-მდე ქვეყანაში ძალიან აქტიურად, ისევე როგორც „სინოვაკით”, თავიანთი ადგილობრივი მარეგულირებლის საფუძველზე და მოგეხსენებათ, რომ ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს. ყველა ის ვაქცინა, რომლებიც დღეს ბაზარზეა, თავის მთავარ დანიშნულებას, რასაც ჰქვია ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირება, აკეთებს ძალიან კარგად”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

 

საქართველომ "სინოფარმის"(ჩინური წარმოების ვაქცინა) 100 000 დოზა იყიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვაქცინაზე ავტორიზაციის მინიჭების საკითხს მიმდინარე თვეში განიხილავს. 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.