ახალი ქართული ჩაი უნიკალური სამკურნალო თვისებებით

ახალი ქართული ჩაი უნიკალური სამკურნალო თვისებებით

9972 ნახვა
იცოდით თუ არა, რომ წყლის შემდეგ ჩაი ყველაზე ხშირადმოხმარებადი სასმელია მსოფლიოში? ალბათ იმიტომ, რომ „ჩაი არის აფთიაქი ჭიქაში“.  გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სხვადასხვა სამკურნალო მცენარითა და კენკრით გამდიდრებული ჩაი ნამდვილი სიცოცხლის ელექსირია.
სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში მოგითხრობთ „მანნას“ ახალი ჩაის უნიკალურ სამკურნალო თვისებებზე.

შავი ჩაი ასკილით - აქვს შარდმდენი და ნაღველმდენი, ათეროსკლეროზის, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენი, გამაგრილებელი თვისებები. ამასთან, ამაღლებს სისხლის წნევას. ჩაისათვის გამოყენებულია დაქუცმაცებულ მწიფე ნაყოფი, რომელიც მდიდარია B, P, K, A და C ვიტამინებით.

 

შავი ჩაი ხილით/ჟოლოთი - გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით. შავ ჩაის მატონიზირებელ თვისებებს ერწყმის ჟოლოს სასარგებლო და სამკურნალო თვისებები. ჟოლო შავ ჩაის ამდიდრებს B ჯგუფისა და C ვიტამინებით, ვაშლისა და ლიმონის მჟავეებით. ჟოლო შეიცავს საქაროზას, გლუკოზას, ფრუქტოზას. აქვს სიცხის დამწევი და ოფლმდენი თვისებები. ამ კენკრის თესლში არის ცინკი, რომელიც აძლიერებს ლიბიდოს.

  

 

შავი ჩაი მოცვის ფოთლით - როგორც შავი ჩაი, მოცვის ფოთოლიც მდიდარია მიკრო და მაკრო ელემენტებით, A, C, PP და B ჯგუფის ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებით. იგი ხელს უწყობს მეხსიერებისა და მხედველობის შენარჩუნებას. მოცვი შეიცავს გლიკოზიდებს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაწევას და ეხმარება კუჭქვეშა ჯირკვალს ფუნქციონირებაში. იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, დადებითად მოქმედებს როგორც ფაღარათის, ისე ყაბზობის დროს. გაციების დროს ხსნის თავის ტკივილს და ა.შ. არის სასიამოვნო და სასარგებლო სასმელი ყველა ასაკის ადამიანისთვის.

  

 

შავი ჩაი ბეგქონდარათი - შავი ჩაი, როგორც მატონიზირებელი სასმელი, ბეგქონდარასთან ერთად აძლიერებს ბაქტერიოციდულ მოქმედებას, ორივე შეიცავს როგორც თრიმლოვან ნივთიერებებს, ისე ეთერზეთებს. სამკურნალო თვისებები განპირობებულია მასში კრისტალური თიმოლისა და თხევადი კარვაკროლის არსებობით. შავი ჩაი ბეგქონდარათი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. ასევე, არის შარდმდენი, კუჭის გასამაგრებელი და ამოსახველებელი საშუალება. ამდენად, შავი ჩაი ბეგქონდარათი არის არამხოლოდ სასიამოვნო არამედ ძალზე სასარგებლო სასმელი.

 

მწვანე ჩაი პიტნით - პიტნა მწვანე ჩაის ამდიდრებს მენთოლით. მწვანე ჩაის პიტნით გააჩნია ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი მოქმედება. ასტიმულირებს გულის კუნთის მუშაობას და აწესრიგებს გულისცემას. მისი დიდი რაოდენობით მიღება სასურველი არ არის მათთვის, ვისაც აქვს დაბალი არტერიული წნევა. ის შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებებითაც გამოირჩევა. კარგია ორსულობის დროს ტოქსიკოზის დასათრგუნად და დასამშვიდებლად, ასევე, კანის ანთებითი პროცესების დროს.

 

მწვანე/შავი ჩაი ლიმონით - საყოველთაოდ ცნობილია მისი ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური თვისებებით და საუკეთესო არომატითა და გემოთი. მდიდარია ვიტამინებით, ამონომჟავეებით. არის სასიამოვნო მატონიზირებელი სასმელი.


შესაბამისად, თუ კი გინდათ იყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები, ყოველი დილა უნდა დაიწყოთ არა კითხვით - „ყავა თუ ჩაი?“ არამედ - მანნას ჩაით!

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.