„საქართველო იმ ქვეყნების კატეგორიაშია, სადაც, წითელას ვირუსმა საკმაოდ ფართო გავრცელება მოიპოვა. შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ იმ ჩამონათვალში შეგვიყვანა, რომლებსაც წითელა უტევს. თუმცა, ორგანიზაციას უფრო აწუხებდა ის, რომ წითელა იმ ქვეყნებშიც კი შებრუნდა, სადაც ის პრაქტიკულად აღმოფხვრილი იყო, ჩვენთან კი წითელა ისედაც შემობრუნებულია. ზაფხულში წითელას შემთხვევები მიწყნარდა, თუმცა, შემთხვევები არ გაჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, შემოდგომაზე ისევ შემოგვიტიოს. სარისკო ასაკობრივი კატეგორია კი 20-დან 40 წლამდეა. ამ ასაკის ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაიკეთონ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა. ქალბატონებს ვურჩევ, დაორსულებამდე ერთი თვით ადრე აიცრან წითელაზე. რაც შეეხება წითურას, თუ ეს ვირუსი დაემართა ორსულს, ეს განაჩენია ნაყოფისთვის“ – როგორც MCM იუწყება, აღნიშნული განცხადება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.პედიატრების სანახავად და მიღებაზე ჩასაწერად გადადით ბმულზე: პედიატრები