სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებლებისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დაქირავება სავალდებული გახდება

სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებლებისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დაქირავება სავალდებული გახდება

2258 ნახვა
1 სექტემბრიდან ყველა ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელს უჩნდება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის/დაქირავების  ვალდებულება.

ამა და შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების სხვა საკითხებზე სასაუბროდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სოციალურ პარტნიორებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს გამოწვევები, რომლის წინაშეც დამსაქმებლები და დასაქმებულები დგანან. იმსჯელეს უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის უფრო ეფექტიანად მუშაობის მექანიზმებზე. ასევე, დეტალურად განიხილეს ცვლილებები, რომელიც 1 სექტემბრიდან შედის ძალაში.

სოციალური დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვენელი ელგუჯა მელაძე, პროფკავშირების თავმჯდომარე  ირაკლი პეტრიაშვილი და 100-მდე მსხვილი დამსაქმებელი ესწრებოდა.

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.