სექსი - თქვენი ენერგიის წყაროა

სექსი - თქვენი ენერგიის წყაროა

14413 ნახვა
სექსუალური ენერგია წარმოადგენს იდეალურ საწვავს ჩვენთვის. სექსის წყალობით თქვენ შეგიძლიათ გააიუმჯობესოთ ფიზიკური, ემოციური მფსიქოლოგიური და სულიერი დგომარეობა.

ყველა ჩვენგანს უნდა მეტი სექსი, იდეალური სექსი.

იმ ადამიანებს, რომლებსაც რეგულარულად აქვთ სექსი, ჰორმონები და ნეიროტრანსმიტერები გამოუმუშავდებათ როგორც წესია. მათი ტვინი გამოიმუშავებს ისეთ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ადამიანს ეხმარება თავი უფრო მსუბუქად იგრძნოს და მარტივად გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სირთულეებს.
 

ორგაზმის ხელს უწყობს დოპამინის გამოდევნას, რომლის საშუალებითაც სისხლში კოკაინის დოზა მატულობს. ეს ნივთიერება ახდენს ადამიანის მოტივირებას წარმატების მიღწევისთვის და აძლიერებს შინაგანი თავდაჯერებულობისა და ენერგიის ძალას. ორგაზმის დროს სისხლში მატულობს ოქსიტოცინის დონე, რომელიც ადამიანს ეხმარება იყოს უფრო კომუნიკაბელური და ეხმარება არამარტო პარტნიორთან მიმართებაში გრძნობების გამყარებაში, არამედ სხვა ადამიანებთან ღრმა ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობასაც აძლევს. ყველა ზემოთ ჩემოთვლილ თვისებასთან ერთად, ოქსიტოცინი ადაბლებს კორტიზოლის დონეს - რომელიც სტრესის ჰორმონების სათავეა.



როცა ადამიანი სექსუალურად აქტიურია, მისი ორგანიზმი გამოიმუშავებს ფერმენტების დიდ რაოდენობას, რომლებიც საწიააღმდეგო სქესისთვის უფრო მიმზიდველს ხდის ადამიანს. სხეულის გაწმენდისთვის საუკეთესო საშუალებაა დაკავდეთ მედიტაციი ან სექსით, ან ორივეთი ერთად.



კვლევებმა აჩვენა, რომ ორგაზმი და მედიტაცია რთავენ და თიშავენ ტვინის ერთი და იგივე ნაწილს.


სექსი არამარტო გვალამაზებს, გვხდის უფრო მშვიდს და კეთილს, ასევე ერთ-ერთი მთავარი წყაროა ვიყოთ ერთ ტალღაზე საკუთარ თავთან და ჩვენს პარტნიორთან ურთიერთობისას. და როცა ადამიანების ინტიმური ცხოვრება ჰარმონიულია, ეს დადებითად აისახება მათი ცხოვრების სხვა ასპექტებზეც.


როგორც ყველა დანარჩენი, არსებობს სექსი «ფასტფუდი»-ს მოყვარულთათვის და  «გურმანებისთვის». სექსი გვავსებს ენერგიით, რაც გვხდის ემოციურად და ფიზიკურად „შიშველს“


ყველაფერი, რაც გვინდა — ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია მოვეშვეათ, ვიყოთ ისეთი, როგორიც ვართ, ასევე დავიმუხტოთ. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ინტიმური ურთიერთობები ეს არის ამ ყველაფრის სწრაფი და საუკეთესო გადაწყვეტა.



ამ ალქიმიის მთავარი ინგრედიენტი არის გულახდილობა. შინაგანი განცდების გამხელა, გრძნობებისა და ფანტაზიების გამოაშკარავება წარმოადგენს ინტიმური სიახლოვის ერთ-ერთ წინაპირობას. იმის ნაცვლად, რომ ეს გრძნობები დამალოთ უხერხულობის შექმნის შიშის გამო, გაუზიარეთ ისინი პარტნიორს.



თუ არის ისეთი ადგილი, სადაც საკუთარი გრძნობების გამოვლენა შეგიძლიათ, ყველგან შეგიძლიათ ნახოთ ამის უპირატესობა: იქნება ეს სახლში, სამსახურში თუ მეგობრებთან ერთად. ინტიმური ცხოვრება დაგეხმარებათ თვითრეალიზებაში.

როცა პარტნიორს ნებდებით ემოციურ და სექსუალურ დონეზე, ეს დიდი ანაბეჭდს ტოვებს თქვენს ცხოვრებაზე. თქვენ თავს გრძნობთ დაკმაყოფილებულად, გამოცოცხლებულად და მარტივად შეგიძლიათ სიყვარულის გაცემა, გაცილებით
კეთილგანწყობილი ხართ ყველაფრის მიმართ. თქვენ ეფლობით ცხოვრების ღვთიურ დინებაში ერთმანეთთან შერწყმის მიკროკოსმოსის დახმარებით.
 

როცა მორიგ ჯერზე იგრძნობთ, რომ ძალიან დაიღალეთ, გაიხსენეთ - სექსუალური ენერგია წარმოადგენს ადამიანისთვის საუკეთესო საკვებს, ენერგიას, რომელიც სულიერად გვამდიდრებს. 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.