საშვილოსნოს ყელის კიბოს ინოვაციური მკურნალობის გზები

საშვილოსნოს ყელის კიბოს ინოვაციური მკურნალობის გზები

6610 ნახვა

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა ქალებს შორის, რომელიც  საშვილოსნოს ყელის ქსოვილებში ვითარდება.  

"ავერსის კლინიკაში" საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის ინოვაციური და უნიკალური გზები არსებობს.

„ოპერაცია საკმაოდ მასშტაბურია, თუმცა თანამედროვე, ლაპაროსკოპიული მეთოდი, იძლევა საშუალებას ყველაფერმა მინიმალური ტრამვებითა და გართულებებით ჩაიაროს და რაც მთავარია რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო სწრაფია.“ - ქირურგი, ონკო-გინეკოლოგი მარიკა ჯაფარიძე გადაცემაში "მთავარი ექიმი".

აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს საწყისი და შორსწასული სტადიებით ავერსის კლინიკაში უტარდებათ ოპერაციები, როგორც ლაპაროსკოპიული, ასევე ღია წესით:

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს ქირურგიული მკურნალობა - რადიკალური ჰისტერექტომია ე.წ. ვერტჰაიმის ოპერაცია, მცირე მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთა;
  • ენდომეტრიუმის კიბოს დროს – ლაპაროსკოპიული ლიმფადენექტომია;
  • III სტადიის საკვერცხის კიბოს ქირურგიული მკურნალობა - ციტორედუქცია - მეტასტაზების რედუქცია, მენჯის დეპერიტონიზაცია, ნაწლავში ჩაზრდილი სიმსივნის ამოკვეთა, პარააორტული ლიმფადენექტომია;
  • ლაპაროსკოპიული ლიმფადენექტომია - საკვერცხის კიბოს და ყელის კიბოს სტადირება;
  • ლაპაროსკოპიული ომენტექტომია, ლიმფადენექტომია - საკვერცხის კიბო და მოსაზღვრე სიმსივნეების სტადირება.
     
დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.