საკუთარ პრობლემებზე უკეთესია ღმერთთან და არა სხვა ადამიანებთან საუბარი
ეს გაცილებით ეფექტურია.
ადამიანების ჩვევაა სიბინძურეში ჩაგფლონ მაშინაც კი, როცა შენს იქედან ამოყვანას ცდილობენ. როცა სხვებს უყვები საკუთარ პრობლემებზე, ისინი არ ცდილობენ გაგიგონ, მათ უბრალოდ მოსმენა უყვართ.
ადამიანებს ყოველთვის არ შეუძლიათ ნუგეშის ცემა როცა ცუდად ხარ ან გტკივა, უბრალოდ იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ შენი ტკივილის სიღრმე და არ იციან რა ხდება შენში.
ღმერთმა ყველაფერი იცის. ღმერთს ესმის სიტყვის, რომლის გამოთქმაც არ შეგიძლია, გრძნობის, რომელიც შენშია, რომელიც გკლავს და ხვდება შენი ტკივილი რამდენად ღრმაა. ღმერთმა იცის რას მალავ და რის გამო იტანჯები.
ღმერთმა იცის ის, რაც შენ ჯერ არ იცი.
ადამიანები გეუბნებიან როგორ უნდა იგრძნო თავი. გიხსნიან, რომ შენ ზედმეტად ემოციური ხარ ან ზედმეტი მოლოდინი გაქვს.
ბედავენ, რომ გითხრან, თითქოს შენ უფრო ჭკვიანი, უფრო დაფიქრებული და უფრო გაცნობიერებული, უფრო ძლიერი რომ ყოფილიყავი ეს პრობლემები არ გექნებოდა და არ აღმოჩნდებოდი მსგავს სიტუაციაში.
ღმერთი არ განგსჯის, ღმერთი გისმენს, ღმერთს ესმის შენი.
ღმერთი თითს არ დაგიქნევს, რადგან მან იცის შენს გულში რა ხდება.
როცა ცუდად ხარ, ადამიანები წარმოთქვამენ ისეთ ფრაზებს, რომელთა გამო უკეთესად ნამდვილად არ ხდები, სჯობს საერთოდ არაფერი გითხრან. შემდეგ მიდიან ისე, რომ შეიძლება ერთხელაც არ დარეკონ და იკითხონ როგორ ხარ.
ღმერთი ყოველთვის შენთან არის, ის არ გეუბნება უაზრო და უსარგებლო სიტყვებს.
ღმერთი გაძლევს დროს და სივრცეს იმისათვის, რომ აღიდგინო შინაგანი ძალები, შემდეგ კი გლოცავს. ღმერთს შენგან რაიმე მიაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტი მოგცეს სანაცვლოდ.
როცა ადამიანებს ესაუბრები საკუთარ პრობლემებზე, უფრო ცუდად ხდები. იბნევი, თითქოს გულახდილობის გამო სასჯელი გევლინება და შეზღუდული ხარ საკუთარი ემოციების გამოხატვაში.
ადამიანებს უყვარხარ მხოლოდ ბედნიერი და ხალისიანი, მაგრამ როგორც კი მოიწყენ და სერიოზული იქნები - თითქოს არც გიცნობენ.
ადამიანები შენს დასახმარებლოად დროებით მოდიან, სხვის იმედად არასოდეს არ უნდა იყო.
ღმეთს უყვარხარ ნებისმიერ მდგომარეობაში. ღმერთს ყოველთვის უყვარხარ - ბედნიერი და მოწყენილი, სულელი და სერიოზული, გაბრაზებული და მშვიდი, ძლიერი და სუსტი... ღმერთი არ ანსხვავებს არავის.
ღმერთისთვის მისაღები ხარ ისეთი, როგორიც მოევლინე სამყაროს.
ის გიზიდავს თავისკენ, რადგან უნდა დაგანახოს, რომ ადამიანებს რაც არ უნდა ძლიერ უყვარდეთ ადამიანები, მათზე ბოლომდე იმედები არ უნდა დაამყაროთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნამსხვრევებისგან თავმოყრა, გაძლიერება და ფეხზე დადგომა გჭირდებათ.
ერთადერთი მხსნელი და შინაგანი ძალების აღმდგენი — ეს არის მხოლოდ ღმერთი.
მხოლოდ ღმერთს შეუძლია გადაწყვიტოს ჩვენი პრობლემები და ეს გამოიხატება მისი მხრიდან ჩვენ სიყვარულში, შინაგანი ძალის მოცემაში. ღმერთი - არის შველა და ხსნა!
თქვენ როგორ ფიქრობთ? ეთანხმებით ამ მოსაზრებას? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
დატოვეთ კომენტარი