ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლებს ათავისუფლებს
ჯანდაცვის სამინისტრო 80-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს - ამის შესახებ ინფორმაციას ფორმულანიუსი ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულთაგან ზოგმა თანამდებობა უკვე დატოვა, ნაწილი კი სამსახურს 22 ოქტომბრამდე ინარჩუნებს.
ფორმულანიუსის მიერ მოპოვებული ინფორმაციით: ცვლილებები შეეხება უწყებაში არსებულ თითქმის ყველა დეპარტამენტსა და მათ ხელმძღვანელებს. გათავისუფლება, სავარაუდოდ, შეეხებათ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ ადამიანებსაც. ასევე, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა შორის არის მმართველი პარტიის ყოფილი წევრის, გია ჟორჟოლიანის ძმაც.
პრესსამსახურის განმარტებით, უწყებაში რეორგანიზაცია ივლისში დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდება.
დატოვეთ კომენტარი