როდის უნდა მიმართოთ ბავშვთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს?
8638
ნახვა
თქვენს შვილს ჭარბი წონა აქვს? ჭარბთმიანობა? მტკივნეული მენსტრუაცია? მენსტრუაციული ციკლის დარღვევა? ფიზიკურ და სქესობრივ განვითარებაში შეფერხება? უნდა იცოდეთ ვის მიმართოთ! ეს არის ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი.ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი არის ექიმი, რომელიც ეხმარება ოჯახს, მათი ბავშვის სწორ განვითარებაში, ჰორმონული ცვლილებების სწორ წარმართვაში. ჩვენ, ბავშვთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგები, ვეხმარებით თქვენს შვილებს, ჰქონდეთ ჯანსაღი ფსიქო-სექსუალური განვითარება.როდის უნდა მოგვმართოთ ჩვენ?• თქვენს შვილს აქვს ჭარბთმიანობა, რომელიც ვლინდება როგორც ადრეული ბავშვობის, ასევე გვიანდელ ე.წ. თინეიჯერობის ასაკში. მშობლები ხშირად მიმართავენ ეპილაციას, რაც იწვევს მოზარდში ფსიქოლოგიურ სტრესს, ხოლო მშობლისთვის წარმოადგენს ფინანსურ, დაუსრულებელ რუტინას. რასაკვირველია, ჭარბთმიანობა გამოწვეულია ჰორმონული დარღვევებით და ეპილაცია არაეფექტურია შესაბამისი მკურნალობის გარეშე;• თქვენი შვილი ძლიერ მატულობს წონაში, აწუხებს აკნე, მომატებული ცხიმიანობა კანზე და მამაკაცის ტიპის თმის ცვენა. ხშირად ამის გამო ბავშვები/მოზარდები სკოლაში თუ სკოლის გარეთ, ხდებიან ბულინგის მსხვერპლი, რაც დიდ ფსიქო-ემოციურ დარტყმას ახდენს მასზე. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ჩარევა და არა რაიმე პოპულარული დიეტის დაწყება;• ჩვენ უნდა მოგვმართოთ დაუყოვნებლივ, თუ თქვენ შვილს აღენიშნება ძლიერი სისხლდენა საშოდან, ზოგიერთი თანდართული გარემოების გამო, შეიძლება სისხლდენამ ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს;• როდესაც თქვენი შვილი განიცდის ყრუ თუ ძლიერ ტკივილს საკვერცხეების არეში. ამის მიზეზი უმეტესად არის საკვერცხის დიდი ზომის ცისტა, ან საკვერცხეების შემოგრეხა. დროული რეაგირების გარეშე შეიძლება გოგონამ დაკარგოს საკვერცხე. მკურნალობის გარეშე მომავალში შეიძლება უშვილობა ჩამოყალიბდეს;• ჩვენ უნდა მოგვმართოთ წელიწადში ერთხელ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ თქვენი შვილის ნორმალურ განვითარებაში. გეგმიური კონსულტაციები აუცილებელია ყველა ბავშვისათვის და მოზარდისთვის. ეს არის პირადი ჰიგიენის კულტურის ნაწილი, რომელსაც თქვენი შვილი ბავშვობიდანვე უნდა შეაჩვიოთ.იმისათვის, რომ თქვენი შვილის ფსიქო-სექსუალური განვითარება იყოს ჯანსაღი და მათ იცხოვრონ ჯანმრთელი და სავსე ცხოვრებით, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა: გაეცანით ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივ თავისებურებებს და აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც თქვენთან ერთად იზრუნებს თქვენი შვილის ჯანმრთელ მომავალზე. ბავშვთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგები ნანა ჩოფიკაშვილი და ნანა მინდელი