არავისთვისაა საიდუმლო, რომ წყალი სიცოცხლის წყარო და საშენი მასალაა, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს და იყენებს. თუ კი საკვების გარეშე ადამიანი კვირებისა და თვეების განმავლობაში ძლებს, წყლის გარეშე ის, სულ რაღაც, რამდენიმე დღეში დაიღუპება. და მაინც, როგორ უნდა დალიო წყალი სწორად?
არასოდეს მომბეზრდება იმის გამეორება, რომ ჯანმრთელობა ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ამიტომაც გთავაზობ 6 რჩევას თუ, როგორ უნდა დალიო წყალი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ:
- დღის განმავლობაში 1/5 ლიტრი წყალი უნდა დალიო.
- არასოდეს დალიო წყლის მთელი დღის ნორმა ერთბაშად. ამით შენს ორგანიზმს ანადგურებ, რადგან დიდი რაოდენობით წყლის მიღება საზიანოა თირკმელებისთვის. ასე, რომ აუცილებელად დაიმახსოვრე, წყალი უნდა დალიო პატარ-პატარა პორციებად.
- დალიე ჩვეულებრივი და არა გაზიანი წყალი.
- მიიღე სხვადასხვა მცენარეული ჩაი. მაგრამ ერიდე შავ ჩაისა და ყავას, რადგან ისინი ხელს უწყობენ ცელულიტების გაჩენას.
- წყალი, რომელსაც სვამ უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
- დალიე წყალი დღის პირველ ნახევარში. თუ კი დილაობით შეშუპება გაწუხებს, ე.ი. წლის ბოლო პორცია 7 საათის მერე აღარ უნდა მიიღო.
იმედია ამ მარტივ წესებს გაითვალისწინებ და იქნები ყველაზე ჯანმრთელი!