მელანომა კანის კიბოს ყველაზე სერიოზული ტიპია, რომელიც ვითარდება მელანინის პიგმენტის წარმომქმნელ უჯრედებში - მელანოციტებში. ეს სიმსივნური დაავადება შეიძლება ჩამოყალიბდეს თვალში ან იშვიათად სხეულის შიგნითაც კი - ცხვირსა ან ყელზე. მელანომის გაჩენის ზუსტი მიზეზი დადგენილი არაა, თუმცა მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მზის თუ სხვა ხელოვნური მანათოლბლების ულტრაიისფერი გამოსხივება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია. გამოკვლევების შედეგად დადგენილია, რომ მელანომის განვითარების რისკი იზრდება 40 წლამდე პაციენტებში, განსაკუთრებით - ქალებში. კანის კიბოს გამაფრთხილებელი ნიშნების ცოდნა დაგეხმარებათ სიმსივნური ცვლილებების გამოვლენასა და მკურნალობაში მეტასტაზების გავრცელებამდე. ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში მელანომის მკურნალობა წარმატებით სრულდება.
სიმპტომები
მელანომები შესაძლოა, განვითარდებს სხვეულის ნებისმიერ წერტილში, თუმცა უმეტესად დაზიანება გვხვდება მზის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ზონებზე, მაგალითად: ზურგზე, კიდურებსა და სახეზე. მელანომა იშვიათი არაა ულტრაისიფერი სხივებისგან დაცულ სხეულის ნაწილებზეც: ფეხის ტერფები, ხელის მტევნები, კანი ფრჩხილის ქვეშ და ა.შ. საინტერესოა, რომ მელანომა უფრო მეტად გვხვდება მუქი კანის ფერის მქონე ადამიანებში.
მელანომის პირველი ნიშნები და სიმპტომებია:
მელანომა ყოველთვის ხალისგან არ ყალიბდება, შესაძლოა გაჩნდეთ კანის ჩვეულებრივ ზედაპირზეც.
ხალები ჩვენს სხეულზე
როგორც წესი, ხალი მოშავო ან მოყავისფრო შეფერილობისაა და ერთი შეხედვით მარტივად გამოიყოფნა კანისგან. ხალთა უმრავლესობა ოვალური ან მრგვალია და როგორც წესი დიამეტრი საშუალოდ 6 მილიმეტრს არ აღემატება, რაც საწერი ფანქრის თავზე მიმაგრებული საშლელის ზომას არ აჭარბებს. ხალები უმეტესად ბავშვობაში ყალიბდება, თუმცა შესაძლოა, 40 წლამდეც ჩამოყალიბდეს. მოზრდილ ასაკში ადამიანთა უმეტესობას 10-დან 40-მდე ხალი აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ზოგიერთი მათგანი წლების მატებასთან ერთად ქრება.
არაბუნებრივი შესახედაობის ხალები, რომლებიც მელანომაზე მიუთითებს
იმისთვის, რომ გამოავლინოთ უჩვეულო ხალები და ამოიცნოთ მელანომა, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:
მელანომის ხალები მნიშვნელოვნად განსხვავდება გარეგნულად. ზოგიერთს ახასიათებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილება, ბევრსი კი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე.
„დამალული“ მელანომები
მელანომა შესაძლოა, განვითარდეს სხეულის იმ ნაწილზე, რომელზეც მზის სხივებს ნაკლები ზემოქმედება აქვს, მაგალითად ხელის გულებსა და ტერფებზე, თმის ძირებში, თავის კანზე ან სასქესო ორგანოების მიდამოებშიც კი. „დამალული“ მელანომები მოიცავს:
მელანომის ეს ფორმა იშვიათია, თუმცა ხშირად გვხვდება აზიური წარმოშობის ადამიანებსა და შავკანიანებში, ორივე კიდურის ფრჩხილებქვეშ, ხელისგულებსა ან ტერფებზე.
ლორწოვან გარსის მელანომა ვითარდება სხეულის სხვადასხვა ზონის ლორწოვან გარსებში, რომელიც მოიცავს ცხვირის, პირის საყლაპავის, უკანა ტანის, საშარდე სისტემის და საშოს მიდამოებს. განსაკუთრებით რთულია ამ ტიპის მილანომის გამოვლენა.
ამ ტიპის სიმსივნე გვხვდება გვხვდება თვალის თეთრ გარსში. თვალის მელანომამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა.
მიზეზები
მელანომა ყალიბდება მაშინ, როდესაც მელანოციტებში შეინიშნება გარკვეული ცვლილებები. ჩვეულებრივ კანის უჯრედები ვითარდება მოწესრიგებული სისტემით - ახალი და ჯანმრთელი უჯრედები უბიძგებენ ხანდაზმულებს კანის ზედაპირისკენ, სადაც ისინი საბოლოოდ იშლებიან, მაგრამ როდესაც დნმ-ის სტრუქტურა ზიანდება, შესაძლოა კონტროლიდან გამოსულმა ახალმა უჯრედებმა კიბოს უჯრედების მასა შექმნან. რა იწვევს მელანომას გაუგებარია, სავარაუდოდ, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა, მათ შორის გარემოს და გენეტიკური ისტორიის. მიუხედავად ამისა, ექიმები მიიჩნევენ, რომ ულტარიისფერი გამოსხივება მზისა და სხვა ხელოვნური სანათებისგან მელანომის გამომწვევი მთავარი მიზეზია.
რისკფაქტორები
მიუხედავად იმისა, ნებისმიერი ტონის შეფერილობის ადამიანის ავადდება კიბოთი, მეტი რისკის ქვეშ არიან ღია ფერის კანის მქონე პაციენტები, რომელთაც აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზმში მელანინის ნაკლები შემცველობა აქვთ. მათზე კანზე მეტად ზემოქმედებს მზის სხივები, რადგან მელანინის ნაკლებობა იწვევს კანის სტურქტურის დამცველობითი უნარის შესუსტებასაც.
მზის დამწვრობის ხშირი შემთხვევები ბავშვობასა ან მოზრდილობაში ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს
ყველა ადამიანი, რომელიც დიდ დროს ატარებს მზეზე, განსაკუთრებით ისე, რომ კანი არ არის დაცული შესაბამისი საშუალებებით, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას. რუჯი არის კანის გაღიზიანების პასუხი გადაჭარბებული რაოდენობით მიღებულ ულტრაიისფერ სხივებზე, ამიტომ მედიკოსები გვირჩევენ, რომ ზომიერად გავატარაოთ დრო პლიაჟსა და აუზებზე და მაქსიმალურად მოვერიდოთ სოლარიუმში სტუმრობას.
ადამიანები, რომელთაც დიდი რაოდენობით ანუ ნორმაზე მეტი არაბუნებრივი შესახედაობის ხალები აქვთ სხეულზე, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ამ ზონებში ნებისმიერ ცვლილებას.
თუ თქვენი მშობლები ან და-ძმა დაავადებული იყო კანის კიბოთი, აუცილებლად გადაამოწმეთ ორგანიზმში მიმდინარე პროცესები
პრევენცია