ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

1677 ნახვა

21 ოქტომბერს თბილისში 12 წლის ბიჭს მატარებელი დაეხაჯა. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. კერძოდ, ქალა-ფუძის მოტეხილობა. ასევე, სახეზე და ყურის მიდამოში მრავლობითი შემავალი ჭრილობა. 

როგორც იაშვილის კლინიკაში ამბობენ, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.