“მეშინია, რომ დადგება დღე, როდესაც ტექნოლოგიები ადამიანებთან კომუნიკაციას ჩაანაცვლებს და ჩვენ მივიღებთ იდიოტების თაობას”
თქვა ერთხელ ალბერტ აინშტაინმა და ეთანხმები?
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სმარტფონების ხშირი გამოყენება იწვევს უძილობის, დეპრესიისა და სხვა დაავადებების განვითარებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვეულებრივი ცოცხალი კომუნიკაციის არარსებობაზე.
თუ კი გინდა, რომ შენი ბავშვი ცოტათი მაინც ჩამოაცილო ციფრულ სამყაროს, მაშინ მიჰყევი გამოცდილი ფსიქოლოგების ამ 8 რჩევას:
- ბავშვი ხედავ, ბავშვი აკეთებს
თუ კი ბავშვი ადრეული ასაკიდან ხედავს, რომ შენც ხშირად იყენებ ტექნოლოგიებს და ხარ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული დიდი ალბათობით თვითონაც იმავეს გააკეთებს, რადგან გარკვეულ წილად მისთვის მაგალითი ხარ. ასე, შენც უნდა გააკონტროლო შენი თავი.
- დააწესე ლიმიტი
ბევრ ბავშვს შეუძლია მთელი დღე ინტერნეტში იძრომიალოს ან ვიდეო თამაშები ითამაშოს ამიტომაც დაუწესე მას დროის შეზღუდვა. ნუ ეტყვი, რომ საერთოდ არ შეუძლია ტექნოლოგიებით გართობა, უბრალოდ აუხსენი, რომ დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი ექნება გამოყენების უფლება.
- დადე ტელეფონი!
მკაცრად ჟღერს, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში არც ისე. მაგალითად თუ კი ოჯახის ყველა წევრს გააფრთხილებ, რომ საუზმისას, სადილისას და ვახშმობისას არ გამოიყენონ სმარტფონები ამით არაფერი დაშავდება.
- ძილის წინ მოარიდე ტელეფონს
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძილის წინ სმარტფონის გამოყენება იწვევს უძილობას. ამიტომ აუხსენი ბავშვს, რომ ძილის წინ ტელეფონი სხვა ოთახში დატოვოს დასამუხტად.
- შესთავაზე არატექნოლოგიური გართობა
კვირაში რამდენჯერმე, თუნდაც ერთხელ მოაწყვე პიკნიკები, ბუნებაში გასვლა, ლაშქრობა, ველოსიპედებით გასეირნება ან ა.შ. ამ დროს ისე გაერთობა არც კი გაახსენდება, რომ News Feed-ი აქვს ჩამოსასქროლი.
- 90-იანების წვეულება
მოაწყვე 90-იანების წვეულება, სადაც დაპატიჟებს თავის მეგობრებს. ლოგიკურია სმარტფონები ამ ეპოქას არ მოუხდება. ნუ, შეიძლება მაქსიმუმ Story ან My day ატვირთოს.
- დაიხმარე საოჯახო საქმეებში
უთხარი, რომ სმარტფონს მიიღებს მაშინ, როცა საოჯახო საქმეების გაკეთებაში დაგეხმარება. მაგალითად მას შემდეგ, რაც თავის ოთახს დაალაგებს.
- ჯერ იმეცადინე!
გააფრთხილე, რომ გართობას მერეც მოახერხებს და ჯერ უნდა ისწავლოს. კი, შეიძლება მეცადინეობის დროსაც დასჭირდეს რაიმეს მოძიება, მაგრამ მაინც გააკონტროლე ეს ფაქტი. უბრალოდ , შეიძლება ისე გაერთოს სქროლვით საერთოდ დაავიწყდეს მის წინ გადაშლილი მათემატიკის წიგნი.
მთავარია სრულად ნუ აუკრძალავ მას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. ალბათ გესმის, რომ დეღევანდელ სამყაროში ეს არარეალურია. უბრალოს შეეცადე დაუწესო მსუბუქი შეზღუდვები. ფრისოლოგების აზრით ეს არც ერთის და არც მეორეს არ გავნებთ.
ფსიქოლოგების სანახავად გადადით ბმულზე :
ფსიქოლოგი