რატომ არ ღირს მამაკაცის დევნა
ერთი შეხედვით ეს შეკითხვა რიტორიკულია. მაგრამ გაიხსენეთ საკუთარი თავი მაშინ, როცა გიყვარდებათ.
თქვენ ბედნიერი ხართ და ამავდროულად სულელურად იქცევით. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მამაკაცის მხრიდან მიღებული ტექსტური შეტყობინება გაბედნიერებთ. თქვენ იწყებთ სტრატეგიის და ტაქტიკის შემუშავებას ყველაფრის უკეთ განსახორციელებლად.
ამავდროულად თქვენ იცით, რომ ამის კეთება არ ღირს, მაგრამ მაინც ფიქრობთ ამაზე. აანალიზებთ ყველა წვრილმანს: მის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებაში დასმული სასვენი ნიშნებიდან დაწყებული იმ დრომდე, რომელიც უნდა გავიდეს პასუხის გაცემამდე. თქვენ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ მაშინ, როცა რეალურად საერთოდ უმნიშვნელოა.
ქვემოთ მოყვანილია 7 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა მოიქცეთ ასე, რატომ უნდა შეწყვიტოთ მამაკაცის დევნა, რამდენად ძლიერადაც არ უნდა იყოთ შეყვარებული:
1. ეს არაფერს არ მოგცემთ - როცა თქვენ შესაფერის ადამიანს შეხვდებით, არ დაგჭირდებათ მისი კუდში დევნა, რადგან თქვენ ერთად ყოფნის თანაბარი სურვილი გექნებათ. თქვენი სამყარო შეიცვლება და ამ მომენტიდან ერთად ივლით ერთი მიმართულებით. თუ ასე არ ხდება, მაშინ ტყუილად კარგავთ დროს იმაში, რომ ვინმეს აიძულოთ შეგიყვაროთ და თქვენს გვერდით იყოს.
2. თქვენ ივიწყებთ დანარჩენ ადამიანებს, ვინც თქვენს ცხოვრებაში არსებობენ - თქვენ უარს ამბობთ ძვირფას მომენტებზე, რომლებიც უნდა გქონდეთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში და ცდილობთ დაუვიწყარი მოგონებები შექმნათ დროებით გატაცებასთან. ნურასოდეს დაივიწყებთ მათ, ვინც სამუდამოდ თქვენს ცხოვრებაში უნდა დარჩეს უპირობოდ.
3. თქვენ საკუთარ გულს სთავაზობთ იმას, ვინც ამას არ იმსახურებს.
4. თქვენ საკუთარ ენერგიას ხარჯავთ რაღაც წარმავალზე და არა რაიმე ხანგრძლივზე.
5. თქვენ ივიწყებთ იმას, რაც თქვენთვის იყო და არის მნიშნელოვანი - თქვენ სულ სხვა რამეზე ოცნებობდით და სხვა მოლოდინი გქონდათ, ახლა კი ზიხართ და ღამის 2 საათზე მის ტექსტურ შეტყობინებას ელოდებით.
6. თქვენ აგიჟებთ საკუთარ თავს - ღამით ტელეფონზე მიღებული ტექსტური შეტყობინება თქვენი ღამის კოშმარია და ამასთანავე უდიდესი ბედნიერება. თქვენ ფიქრობთ, რომ მას ეთამაშებით, სინამდვილეში კი სახიფათო თამაში გაქვთ საკუთარ გულთან.
7. თქვენ მისდევთ ადამიანს - იმის ნაცვლად, რომ ცხოვრებას მისცეთ დინებით წასვლის საშუალება. საკმარისია ყოველი შეტყობინების გაანალიზება, მიანდეთ ყველაფერი ბედს. მიეცით მოვლენებს თავისთავად განვითარების საშუალება, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების ძიების გარეშე.
დატოვეთ კომენტარი