მოვიდა ვირუსების სეზონი და უკვე შეგაწუხათ გაციებამ?
წაიკითხე სტატია და გაიგე ყველაფერი ამ მომაბეზრებელი ვირუსის შესახებ:რა არის სეზონური გრიპი?
ჩვეულებრივი გაციებისგან განსხვავებით, სეზონური გრიპი სხვა სახის ვირუსული ინფექციაა. სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. როგორც NCDC იუწყება, ამჟამად, საქართველოს ყველა რეგიონში ძირითადად A/H1p ცირკულირებს.სიმპტომები
გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
საერთო სისუსტე
ცხელება >38 0C
ხველა
ფარინგიტი (ყელის ტკივილი)
ცხვირიდან გამონადენი
თავის ტკივილი
ტკივილი კუნთებში
იშვიათად დიარეა და/ან ღებინება
გავრცელება
გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა:
ხველით
ცემინებით
ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით
გართულებები
გართულებები
გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში:
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა)
ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია)
თანმხლები დაავადებების გართულება (მაგ:გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი)
ბავშვებში ყურის ინფექციები, სინუსიტები
ჩვილ ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი
ვინ იგულისხმება მაღალი რისკის ქვეშ?
ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე
ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით
ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ)
მკურნალობა
არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას გრიპის სამკურნალოდ. თუმცა ეს ანტივირუსული პრეპარატები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. გახსოვდეთ! თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით დაუშვებელია!თავდაცვა საუკეთესო თავდასხმაა
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა
რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით
დაავადებულთა თვითიზოლაცია
ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა - მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები და ა.შ.
თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!
წყარო: NCDC (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი)