კატები სუნთქვისა და ქოშინის პრობლემასაც აგვარებენ! კვლევებმა დაადასტურეს, რომ შინაური კატების მფლობელებს ნაკლებად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემები. ვოლგოგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა ერთი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი. დასაწყისში მოხალისეებს წნევა და პულსი გაუზომეს და კარდიოგრამა გადაუღეს. შემდეგ მათ 10 წუთის განმავლობაში კატის კნავილს ასმენინებდნენ. პარალელურად, მოხალისეებს კატების ფოტოებსაც აჩვენებდნენ. ამის შემდეგ თავიდან ჩაატარეს ანალიზები. მეცნიერთა მტკიცებით, კარდიოგრამა თვალსადახელსშუა შეიცვალა. თავდაპირველად, მოხალისეებს მაღალი წნევა და გაძლიერებული გულისცემა ჰქონდათ, ექსპერიმენტის ბოლოს კი ეს მონაცემები ნორმალურ მაჩვენებლამდე ჩამოვიდა.
ესეც სახალისო ვიდეო განწყობისთვის
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა