ლეიკემია

ლეიკემია

89283 ნახვა
ლეიკემია (ლეიკოზი, ჰემობლატოზი) – ეს არის ონკოლოგიური დაავადება, რომლის დროს ძვლის ტვინის უჯრედების მუტირება ხდება, არ ვითარდება ნორმალური მომწიფებული ლეიკოციტები და ისინი გარდაიქმნებიან კიბოს უჯრედებად. სხვა ტიპის კიბოს დაავადებებისგან ლეიკემია გამოირჩევა იმით, რომ მის დროს არ ვითარდება სიმსივნე რაიმე ერთ კონკრეტულ ადგილას - კიბოს უჯრედები არის სისხლში და ძვლის ტვინში, ზოგჯერ ლიმფურ კვანძებშიც, ლორწოვან გარსში და ორგანიზმის სხვა ადგილებში. ლეიკემია – ეს არის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა ბავშვებში. ზოგიერთ მემკივდრეობით და თანდაყოლილი დაავადებებისას გენეტიკური მასალის აღდგენის მექანიზმი დარღვეულია და გაზრდილია ლეიკოზის მწვავე ფორმის გაჩენის რისკი.

მიმდინარეობის მიხედვით ლეიკემია იყოფა ორ ძირითად ფორმად: მწავე და ქრონიკულ ფორმებად.

მწვავე ლეიკემია (მწვავე ლეიკოზი) იყოფა მწვავე მიელობლასტურ ლეიკემიად (მწვავე მიელობლასტური ლეიკოზი, მწვავე მიელოლეიკოზი, მწვავე მიელობლასტოზი) და მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკემიად. მოცემულ ფორმებს, თავის მხრივ, გააჩნიათ ცალკეული ქვეტიპები. 

როდესაც საუბარია ქრონიკულ ლეიკემიაზე, მოიხსენიებენ ორ ყველაზე ხშირად გავრცელებულ ფორმას “ქრონიკულ ლიმფობლასტურ ლეიკემიას (ლეიკოზის ყველაზე გავრცელებული ფორმა, წელიწადში დაახლოებით 150 შემთხვევის დიაგნოსტირებით) და ქრონიკულ მიელობლასტურ ლეიკემიას. ლეიკოზის გაცილებით იშვიათ ქრონიკულ ფორმას მიეკუთვნება: Т-უჯრედოვანი პროლიმფოციტარული ლეიკოზი, თმის უჯრედოვანი ლეიკოზი და დიდი გრანულარული ლეიკოციტების ლეიკოზი.

დღეისათვის არსებობს ლეიკემიის მკურნალობის წამყვანი მეთოდები და დადგენილია ეფექტური თერაპია ამ დაავადების სხვადასხვა ფორმებისთვის.

ქრონიკული მეილობლასტური ლეიკემია გახდა სისხლის კიბოს პირველი სახეობა, მისი თერაპიისთვის შემუშავებულ იქნა მიზანმიმართული მკურნალობის კომპლექსი, რომლის წყალობითაც უმეტეს შემთხვევებში ლეიკოზის დროს შესაძლებელი ხდება რემისიის მიღწევა და კონტროლი. აღნიშნული ტიპის ლეიკემიით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროგნოზი საგრძნობლად უმჯობესდება. სხვა ტიპის ლეიკემიის მკურნალობა ხდება ქიმიოთერაპიით და მასთან შეთავსებული ანტისხეულებით და მიიღწევა დადებითი შედეგები, ხოლო ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რომლებიც აღებულია ჯანსაღი ადამიანებისგან (ღეროვანი უჯრედების ალოგენური გადანერგვა, ძვლის ტვინის გადანერგვა), ყველაზე ხშირად იძლევა დადებით შედეგებს.

 

ლეიკემიის რისკფაქტორები

 

როგორც წესი, ლეიკემიის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. თუმცა ცნობილია, რომ თუ პაციენტს ადრე დაუდგინდა კიბოს სხვა ფორმა, ამან შეიძლება მოახდინოს ლეიკემიის პროვოცირება (მეორადი ლეიკოზი). ლეიკემიის წარმოქმნის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა გენეტიკური დარღვევა. ქრონიკული მიელობლასტური ლეიკემიის დროს (ქრონიკული მიელოლეიკოზი) სისხლის უჯრედების საწყისში, ღეროვან უჯრედში, მე-9 და 22-ე ქრომოსომების ადგილების მონაცვლეობისას წარმოიქმნება მუტანტური (ფილადელფიის) ქრომოსომა, რომელიც იწვევს სისხლის კიბოს. სხვა ტიპის ლეიკემიის წარმოშობის მიზეზები დღეისათვის ნაკლებად შესწავლილია. ზოგიერთი ფაქტორი, მაგალითად იონიზირებული დასხივება, გამხსნელებთან (განსაკუთრებით ბენზოლთან) და სხვა ქიმიკატებთან კონტაქტი, ქიმიოთერაპიის განსაზღვრული სახეობები, ზოგიერთი ვირუსი და იშვიათი თანდაყოლილი დაავადება - ზრდიან ლეიკემიის წარმოშობის რისკს.

 

ლეიკემიის სიმპტომები

 

ლეიკემიის სიმპტომები სხვადასხვანარია და როგორც წესი, ჩნდება ლეიკოზის მწვავე ფორმისას. ქრონიკული ლეიკემია შეიძლება გაგრძელდეს წლების მანძილზე, უსიმპტომოდ და მისი დიაგნოსტირება მოხდეს მხოლოდ სისხლის რუტინული ანალიზის საფუძველზე. მწვავე ლეიკოზის დროს სიმპტომები ყველაზე ხშირად ჩნდება სისხლის უჯრედების უკმარისობის გამო, ლეიკოზური უჯრედების დაშლის ან ადამიანის ორგანოების ფუნქციის მოშლისას, რაც გამოწვეულია ლეიკოზური უჯრედებით.

ლეიკემიის ქრონიკული ფორმები შესაძლოა გამოვლინდეს ერთგვარი და ხანგრძლივად მოქმედი სიმპტომებით. გარდა ამისა, შესაძლოა დაფიქსირდეს ტემპერატურის მატება, წონის კლება და ღამის საათებში ჭარბი ოფლიანობა. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ლიმფური კვანძების გაფართოვებით ან ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით.

ყველაზე მეტად, ზემოთ ნახსენები სიმპტომებისას ხდება ანემიის დიაგნოსტირება, რომლის დროს ჰემოგლობინის დონე ნორმის ქვევითაა, შემცირებულია ლეიკოციტები. ლეიკემიის მწვავე ფორმებისას ლეიკოციტები მომატებულია, ასევე დაწეულია ტრომბოციტების დონე სისხლში. ანემია ვლინდება დაღლილობით, უფერულობით, გახშირებული გულისცემით, ყურებში შუილით და მოთენთილობით. ლეიკოციტების დონის დაწევა იწვევს ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის დასუსტებას. თუმცა, ლეიკემიის ქრონიკული ფორმებისას, სისხლში ლეიკოციტები იმატებს, თეთრი ჯანსაღი უჯრედების დონე ძვლის ტვინში და სისხლში იკლებს, რაც იწვევს ინფექციებით დაავადების გაზრდის საშიშროებას.

 

ლეიკემიის დიაგნოსტიკა

 

ლეიკემიის მძიმე ფორმები ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც პაციენტს აიძულებს მიმართოს ექიმს. დაავადების დიაგნოსტირება ხდება ლაბორატორიული კვლევების ჩატარებით სისხლის შემცველობის დადგენის შედეგად. ხშირად, ქრონიკული ლეიკემიის გამოვლენა ხდება სრულიად შემთხვევითი გზით სისხლის რუტინული ანალიზით, რომლის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ლეიკოციტების რაოდენობის განსაზღვრა გრძელვადიან დინამიკაში. ფინეთში ლეიკემიის დიაგნოზის დასადგენად და ლეიკოზის ტიპის განსაზღვრისთვის ტარდება სპეციალური გამოკვლევა სასწავლო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიურ განყოფილებაში. კეთდება ძვლის ტვინის ბიოპსია: სპეციალური ნემსით ექიმი აკეთებს ნაჩხვლეტს და იღებს ძვლის ტვინის რამოდენიმე ნიმუშს ანალიზისთვის. დიაგნოზის და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის დასადგენად აუცილებელია სისხლის სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება.

ლეიკემიის მწვავე ფორმისას სისხლსა და ძვლის ტვინში წარმოიქმნება უმწიფარი უჯრედები. ლეიკემიის ქრონიკული ფორმებისას, ლეიკოზური უჯრედები ჯანმრთელ უჯრედებს ჰგავს, თუმცა მათი შემადგენლობა უფრო მეტია. ლეიკოზური უჯრედების ზედაპირული მარკერების განსაზღვრა საშუალებას იძლევა დადგინდეს ზუსტი დიაგნოზი უმოკლეს დროში. ქრომოსომული და გენეტიკური გამოკვლევა ადასტურებს დიაგნოზის სიზუსტეს და ასევე დაავადების მიმდინარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. შესაძლო ქრომოსომული და გენეტიკური ცვლილებები ასევე განისაზღვროს ორგანიზმის რეაქციებზე დაკვირვებისას მკურნალობის პერიოდში.

 

ლეიკემიის მკურნალობა

 

ლეიკემიის მკურნალობა ხორციელდება ჰემატოლოგის დაკვირვების ქვეშ. ფინეთში ლეიკემიის მწავე ფორმების მქონე პაციენტებს ჩვეულებრივ ამისამართებენ სასწავლო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიურ განყოფილებაში სამკურნალოდ. ქრონიკული ფორმების თერაპია ჩვეულებრივ ტარდება სხვა სამკურნალო დაწესებულებების ჰემატოლოგიურ განყოფილებებში. მკურნალობა როგორც წესი ტარდება ამბულატორულად, სტაციონარში დარჩენა საჭირო არ არის. ლეიკემიის სტანდარტული მკურნალობა ითვალისწინებს სხვადასხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობას, რიგ შემთხვევებში ანტისხეულებთან ერთად, რომლებიც არიან კიბოს უჯრედების ამომცნობები. ამასთან ერთად ტარდება მხარდამჭერი თერაპია, მაგალითად, სისხლის პრეპარატების, ანტიბიოტიკების, ლორწოვანი გარსის დამცველი პრეპარატების მიღება.

ლეიკემიის მწვავე ფორმებისას პაციენტი ჯერ იღებს ქიმიოთერაპიის დიდ დოზას (ინდუქციურ თერაპიას) იმისთვის, რომ მოხდეს ლეიკოზური უჯრედების მოცილება სისხლიდან და ძვლის ტვინიდან. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მკურნალობისას ხდება სხვადასხვა ტიპის თერაპიის გამოყენება იმისათვის, რომ მოხდეს პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესება. თუ ამ მეთოდით ლეიკემიის მკურნალობა ვერ ხერხდება, შესაძლოა გადაწყდეს დონორული ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. დონორის როლში ხშირად გამოიყენებიან ნათესავები, რადგან დონორსა და პაციენტს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი ქსოვილი, დონორის ნახვა ასევე შესაძლებელია მოხალისეთა შესაბამის რეესტრში.

ღეროვანი უჯრედების გადანერგვა წარმოადგენს ძალიან რთულ პროცედურას და ზოგიერთი პაციენტისთვის მისი ჩატარება შეუძლებელია, რადგან ამ პროცედურამ შესაძლოა გამოიწყვიოს სიკვდილი, რაც ხდება პროცედურის ტოქსიკურობის მიზეზით, უცხო უჯრედების შეუთავსებლობით და დაავადების რეციდივით.

განმეორებითი ლეიკემია ხშირად გვხვდება ზრდასრულ პაციენტებში. ბავშვების უმრავლესობას, რომლებსაც გადატანილი აქვთ ლეიკოზი - გამოჯანმრთელების მეტი შანსი აქვთ. მკურნალობის თანამედროვე მეთოდების წყალობით, ბავშვებში გავრცელებული ყველაზე მძიმე ლეიკემიის ფორმის - ლიმფობლასტური ლეიკოზის მკურნალობაც კი შესაძლებელია 80%-ით. 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.