ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებელი მარტივი წესები
2967
ნახვა
ჯანმრთელობა - ადამიანის სიცოცხლისა და არსებობის უმთავრესი საკითხია და ამ კუთხით ყურადღების გამოჩენა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და დროულად რეაგირება, ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილებაა.ამ სტატიაში წარმოგიდგენ უმარტივეს ტესტებს, რომლებიც სულ რამოდენიმე წუთს წაიღებს, შენ კი გეცოდინება რა სიტუაცია გაქვთჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ და შეძლებ დროულად მიმართო სათანადო სამედიცინო დაწესებულებას, თუკი ამის საჭიროება იქნება. ტესტი შემუშავებულია სხვადასხვა ქვეყნის ფიზიოლოგების მიერ.ხერხემალი
ყოველგვარი გადაჭარებების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანმრთელი ხერხემალი ჩვენი ჯანმრთელობის საფუძველს წარმოადგენს. შეამოწმეთ რა მდგომარეობაში გაქვთ სხეულის ეს ნაწილი და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს.
წელს ზემოთ გახდილი სარკის წინ თუ შეამჩნევ, რომ ერთი მხარი მეორეზე მაღალია, ან გვერდით შემოტრიალებული დაინახავთ, რომ ზურგი ამოკუზულია, ხოლო მხრები ჩამოშვებული და ყბა წინ გამოწეული - ეს მიუთითებს, რომ შენ ხერხემლის პრობლემების ნიშნები გაქვს.
გადაიხარე წინ და შეეცადე იატაკს შეეხო ხელებით. სთხოვე ოჯახის წევრს დაგეხმარონ და ამ მდგომარეობაში ყოფნისას ხერხემალზე დაგისვას თითი და დააკვირდეს - ყველა მალა უნდა იყოს აწყობილი ერთ ზოლზე. ოდნავ მარჯვნივ ან მარცხნივ გადახრაც კი სქოლიოზის აშკარა ნიშანია. ეს დაავადება არც თუ ისე უწყინარია, ვიდრე ადამიანებს ჰგონიათ, რადგან მას შეუძლია გავლენა მოახდინოს შიანგანი ორგანოების სწორად განლაგებაზე.
დაჯექი იატაკზე, გაასწორეთ ფეხები და გაშალე სხვადასხვა მხარეს, ფეხებს შორის დადე გრძელი სახაზავი, ნულოვანი ნიშნული ქუსლზე მიიდეთ. ნელა დაიხარეთ, ხელები წინ გაჭიმეთ, მუხლები არ მოხარო. დააკვირდი სადამდე შეძელით გაჭიმვა. თუ მანძილი 15 სმ-ზე მეტია - ეს შესანიშნავი შედეგია. თუ მანძილი 5-დან 10 სმ-დეა, ამასაც არაუშავს, მაგრამ დამატებით ყურადღება უნდა მიაქციო იმ გარემოებას, თუ რამდენად შეგიძლია იყოთ მოქნილი და როგორ ხდება ზურგის კუნთების გამაგრება. თუ შედეგი 5 სმ-ზე ნაკლებია, ეს მიუთითებს, ხერხემლის სისხლძარღვების ძალიან ცუდ მოძრაობასა და მალების ბმებისა და კუნთების დაბალ ელასტიურობაზე.
გახსოვდეს, რომ ჯანმრთელი ხერხემალი, განსაკუთრებით კი მისი კისრის ნაწილი, გავლენას ახდენს თავის ტვინის სისხლით მომარაგების პროცესზე და შესაბამისად მის ფუნქციონირებაზეც.გული
თავდაპირველად საჭიროა განსაზღვრო გულისცემის სიხშირე. ამისათვის 5 წუთი სიმშვიდეში უნდა დაჯდე და წყნარად იყო. შემდეგ ოთხი თითი დაიდე პულსზე. დაინიშნე საათზე ერთი წუთი და დაითვალე - ნორმა არის – 60-80 დარტყმა წუთში. თუ პულსი 60-ზე ნაკლებია — ეს ბრადიკარდიის ნიშანია, თუმცა სპროცმენებისთვის ის ნორმად ითვლება. თუ პულსი 80-ზე მეტია – ეს ტაქიკარდიის ნიშანია, თუმცა ასეთი სიხშირე შესაძლოა იყოს რეაქცია სტრესზე და გადაღლაზე. ამ შემთხვევაში, რეკომენდირებულია გადაამოწმო, როგორ იტანს შენი გული დატვირთვას, თუმცა ფრთხილად იყავი, თუ პულსი ძალიან ჩქარია, უმჯობესია ექიმთან კონსულტაციის გავლა. გადამოწმების მიზნით შეგიძლია ასეთ რამ გააკეთოთ: 30 წამის მანძლზე გააკეთე 60 ბუქნი და უცბად გაიზომე პულსი. საშიში არაფერია, თუ პულსი მშვიდად ყოფნის დროს გაზომილი მაჩვენებლისგან დიდად არ განსხვავდება, ხოლო თუ სიხშირე გაზრდილია ¾-ით, ეს მიუთითებს შენი კარდიოსისტემის ამტანობის პრობლემებსა და გულის ფუნქციის დარღვევაზე. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია გამოკვლევის ჩატარება.ფარისებრი ჯირკვალი
ჩვეულებრივ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას თან ახლავს ხელის თითების კანკალი, მაგრამ ადამიანი ამას პრაქტიკულად არასოდეს არ აქცევს ყურადღებას. ამ დარღვევის აღმოსაჩენად, საჭიროა თვალების დახუჭვა, ხელების წინ გაშვერა, თითების გაშლა და მათზე თხელი ქაღალდის ფურცლის დადება. თუ ფურცელი დაიწყებს მოძრაობას, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აუცილებლად გჭირდება ენდოკრინოლოგთან ვიზიტი.სასუნთქი სისტემა
სუნთქვითი ტესტი ისეთივე ობიექტურია, როგორიც სხეულის ტემპერატურის გასინჯვა. ამასთან, ის გაცილებით უკეთ განსაზღვრავს თქვენი ჯანმრთელობის პოტენციალს, ვიდრე არტერიული წნევის მაჩვენებელი, თან წნევის გაზომვის პროცედურაზე მარტივია და არავითარი დამატებითი აპარატურის გამოყენებას არ მოითხოვს.
მოიმარჯვე წამზომი, დაჯექი და გააკეთე 3-4 ღრმა ჩასუნთქვა- ამოსუნთქვა. შემდეგ ამოისუნთქე და შეიკავე სუნთქვა. ასე ყოფნა მინიმუმ 25-30 წამი უნდა შეძლო. შეისვენე 2-3 წუთი. რამოდენიმეჯერ ჩვეულებრივი რითმით ისუნთქე. შემდეგ ღმრად შეისუნთქე და გააჩერე სუნთქვა. ასეთ მდგომარეობაში მინიმუმ 40 წამი უნდა გაძლო. ნავარჯიშები ადამიანების შემთხვევაში, ეს დრო უფრო მეტია. ფილტვებისა და გულის ქრონიკული დაავადებებისას, ამოსუნთქვა-ჩასუნთქვის დროს გადაღლა შეინიშნება და სუნთქვის შეკავების დროც ნორმაზე ნაკლებია. თუ ასეთი რამ დააფიქსირეთ, უმჯობესია უფრო დეტალური გამოკვლევისთვის მიმართო ექიმს.
აანთე ასანთი და ხელი, რომელშიც ის გიჭირავს გაშალეთ წინ. ცხვირით ღრმად შეისუნთქეთ და პირით ამოისუნთქეთ ისე, რომ შეეცადე ცეცხლის ჩაქრობას. თუ რამოდენიმე მცდელობა დაჭირდა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შენი სასუნთქი სისტემა დასუსტებულია. ამის შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს: მოწევა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, სასუნთქი გზების რაიმე სახის ქრონიკული დაავადებები.
ენა
გაგიკვირდება და შენს ენას ბევრი რამ შეუძლია გითხრას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ცვლილებები, რომლებიც მას ემართება, ექიმებს ეხმარება დაადგინონ არამარტო სტომატიტისა და კარიესის არსებობა, არამედ დროულად გამოავლინონ შინაგანი ორგანოების დაავადებებიც. ენით საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმებისას, უმჯობესია ტესტი დილით ჩაიტაროთ. ნორმალური მდგომარეობისას ენას აქვს ვარდისფერი, სუფთა და თანაბარი შეფერილობა, დასაშვებია თხელი თეთრი ფენის არსებობა.
თუ ენაზე თეთრი საფარი ჭარბია და სქელი ფენის სახით ვლინდება, ეს ხშირ შემთხვევაში გადატანილი ვირუსების ან გასტრიტის მაჩვენებელია. თუ ენაზე არსებული საფარი მოყვითალო-მოყავისფროა - ეს ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ცუდად ფუნქციონირების მაჩვენებელია. თუ ენა წითელია, და მასთან ერთად პირის კუთხეებიც - ეს მიუთითებს ორგანიზმში В ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას.აი ასე, ამ უმარტივესი ტესტებით შეგიძლია აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენისათანავე მიმართო სპეციალისტს, რათა დროულად შეძლო გამოკვლევა და სათანადო მკურნალობის ჩატარება.
ჯანმრთელობის მოფრთხილება ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია. ნუ გადადებ ხვალისათვის, შეამოწმე დღეს, რომ „ხვალ“ არ იყოს გვიანი!