ჯანდაცვის სამინისტროდან 51 ადამიანი გაათავისუფლეს

ჯანდაცვის სამინისტროდან 51 ადამიანი გაათავისუფლეს

1416 ნახვა
ჯანდაცვის სამინისტროდან 51 ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს.

მისი თქმით, ამის მიზეზი რამდენიმე კვირის წინ დაწყებული რეორგანიზაციაა. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, რეორგანიზაციის მთავარი მიზანი ე.წ მცირე მთავრობის პრინციპია, რომელზეც მთავრობა დიდი ხანია მუშაობს.

გაბუნიამ ასევე განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რეორგანიზაციის შედეგად დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში დაწინაურებული პირები გათავისუფლდნენ. მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ამ ადამიანების გაშვების საკითხზე მომუშავე კომისია მოუკერძოებელი იყო და 51 ადამიანში მოხვდნენ ისეთებიც, რომლებმაც სამინისტროში მუშაობა სერგეენკოს მისვლამდე დაიწყეს.

“რამდენიმე დღის წინ მივიღეთ მთავრობის დადგენილება სამინისტროს ახალი სტრუქტურის თაობაზე. რეორგანიზაციის ფარგლებში ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის გაერთიანება მოხდა. ამავე დროს ჩამოყალიბდა ერთიანი სტრუქტურის მქონე დეპარტამენტი, რომელიც ოთხივე მიმართულებით ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, დევნილთა და შრომის საკითხები იმუშავებს. სწორედ ამის მიხედვით ჩამოყალიბდა საბოლოო სტრუქტურა და საშტატო განაკვეთი. რეორგანიზაციის შემდეგ მეტად მოქნილი უნდა გახდეს ცენტრალური აპარატი, ეს არის მთავარი მიზანი. ანუ იმ საჭიროებებს მეტად უნდა მოერგოს, რაც ჩვენს წინაშე დგას” - აღნიშნა გაბუნიამ.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.