„შეხვედრა იყო ძალიან შთამბეჭდავი. შევეხეთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით. ამ კლინიკას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ის შედის ამერიკის ბავშვთა კლინიკების ხუთეულში. ჩვენ დავსახეთ შემდგომი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ბავშვთა ონკოლოგიის და ტელემედიცინის კომპონენტების განვითარების მიმართულებით.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.ბავშვთა ნაციონალური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, მიშელ მაქგუაიერის თქმით, პედიატრიის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება პედიატრიის დარგში, განსაკუთრებით იმ რთული დაავადებების დაძლევის გზებთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც მსოფლიოს ბავშვები დგანან. ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.“შეხვედრას, მინისტრთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა. კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ კლინიკა ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+ ექიმი