გამონაყარი კანზე, იგივე აკნე(acne vulgaris) — ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც პირველ ადგილს იკავებს კოსმეტოლოგიურ დაწესებულებებში ვიზიტის მიზეზებს შორის. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გამონაყრაი კანზე ახალგაზრდების 60-95% აქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაავადების პირველადი გამოვლინება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში, 5-დან 65 წლამდე. მედიცინაში ერთიანი აზრი ანთებითი გამონაყარის ეთიოლოგიასა და პათოგენესზე არ არსებობს. გამონაყარის წარმოქმნის ძირითად მიზეზად უმეტესწილად სახელდება ენდოკრინული სისტემის ფუნქციონალური დარღვევები, რომელთა არსი მდგომარეობს ანდროგენების კონცენტრაციის სრულ ან ნაწილობრივ გაზრდაზე ესტროგენებთან შედარებით. ხშირად მსგავსი გამონაყარი მიზეზი არის კორინობაქტერიუმი აკნე ან სტაფილოკოკი. გამონაყარის სირთულე პირდაპირ კავშირშია პაციენტის ორგანიზმში იმუნოლოგიური დარღვევების გამოვლინებასთან. ასეთ დროს, როგორც წესი, ვლინდება უჯრედოვანი და ჰუმორალური იმუნიტეტის დაბალი მაჩვენებლები და დაცვის არასპეციფიკური ფაქტორები. ზემოთ მოყვანილი მიზეზების კომპლექსურობიდან გამომდინარე, ანთებითი გამონაყარის მკურნალობის პროცესის კომპლექსური უნდა იყოს და უნდა მოიცავდეს როგორც საერთო, ისე ადგილობრივ თერაპიას, რათა შესაძლებელი გახდეს შედეგის მიღება. ანთებითი გამონაყარის სამკურნალო პრინციპები1. ნერვული სისტემის მდგომარეობის ნორმალიზაცია2. ორგანიზმის იმუნოლოგიური დაცვის გაძლიერება3. ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების ნორმალიზაცია დერმატიტი— ეს არის კანის ანთებითი დაავადება, რომელსაც თან სდევს კანის კახეთქვა, ფერის ცვლილება და ქავილი. მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყს პარფიუმერია, კოსმეტიკა, სხვადასხვა სამკურნალო საშუალება საცხის სახით, მცენარეები და/ან ნიკელი. დერმატიტის განვითარება ასევე შესაძლოა მოხდეს კვებითი ალერგიის დროს. ამ დაავადების მქონე ზოგიერთი ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ. სტრესმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ან გაამძაფროს ხსენებული დაავადება.არსებობს დერმატიტის ორი ფორმა: ატოპიური დერმატიტი— მემკვიდრეობით გამოწვეული მდგომარეობა, რომელიც ადრეულ ასაკში ვლინდება და მის დროს ზიანდება სახე, იდაყვები და მუხლების ზონა.
ჰერპეტიფორმული დერმატიტი— ახლავს ძლიერი ქავილი, რომლის დროს ასევე ვლინდება საყლაპავისა და იმუნური სისტემის ერთდროული დაავადება. მისი წარმოქმნის მიზეზი ძირითადად ხდება რძის პროდუქტების ან გლუტეინის გამოყენება. დერმატიტისა და აკნეს გამომწვევი მიზეზი შეიძლება ასევე გახდეს ქიმიური საშუალებები, რომლებსაც შეიცავენ შხაპ-გელები და აბაზანის ქაფები, ამიტომ, მსგავსი პროცედურებისას სასურველი არ არის დიდხანს გაჩერდეთ ამ მდგომარეობაში.კანის დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ზემოქმედება. ამიტომ, მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, კარგი იქნება თუ თქვენი კვების რაციონს ყურადღებას მიაქცევთ და ეცდებით მაქსიმალურად ჯანსაღად იკვებოთ, გამორიცხოთ გლუტეინის შემცველი საკვები, მოერიდოთ ზედმეტ ცხიმს, ტკბილეულს, შემწვარ და ნახევარფაბრიკატ საკვებს. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ბოჭკოვანით მდიდარი საკვები დანამატები.
თუ უკვე დგახართ ზემოთ აღნიშნული პრობლემების წინაშე, მაშინ თვითმკურნალობის და საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარებას ნამდვილად არ გირჩევთ, ამან შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ. მსგავს სიტუაციაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და კონსულტაციის გავლა. ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაარკვიოთ სად შეიძლება მიიღოთ კონსულტაცია და რჩევები, რომელსაც გასცემს პროფესიონალი დერმატოლოგი