ფსორიაზი - სიმპტომები და მკურნალობა

ფსორიაზი - სიმპტომები და მკურნალობა

63493 ნახვა
ფსორიაზი – ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული არაინფექციური ქრონიკული დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანის საფარს.

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ექიმები მიიჩნევენ, რომ ამ დაავადების წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სტრესი, ნეგატიური ემოციური მდგომარეობა;
  • ენდოკრინული პათოლოგიები;
  • მემკვიდრეობა;
  • იმუნური სისტემის დაქვეითება.

სიმპტომები

ფრჩხილი იფარება ნანემსარის ტიპის ლაქებით და ფერს იცვლის, სოკოვან ინფექციის მსგავსად.

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც ის   ათვალიერებს პაციენტს, ამოწმებს კანისა და ფრჩხილების მდგომარეობას, ახდენს დაავადებული კერების შესწავლას.

მკურნალობა

  • საერთო თერაპიას;
  • ადგილობრივ თერაპიას;
  • ფიზიოთერაპიას.

დიეტა

გამწვავებული ფსორიაზისას დაშვებულია შემდეგი პროდუქტების მიღება:

  • ხილი;
  • ხილის წვენი;
  • ბოსტნეული;
  • მწვანილი;
  • კენკრა;
  • უცხიმო ხორცი - დღეში 200 გრ;
  • ნებისმიერი სახეობის თხილი;
  • უცხიმო თევზი;
  • რძის პროდუქტები;
  • ჭვავის პური;
  • ზღვის კომბოსტო.
გამწვავებული ფსორიაზისას აკრძალულია შემდეგი პროდუქტების მიღება:

  • შებოლილი პროდუქტი;
  • წითელი თევზი;
  • ცხოველური ცხიმები;
  • კვერცხი;
  • ღორისა და იხვის ხორცი;
  • ცომეული.

საშიშროება

ფსორიაზი სერიოზული დაავადებაა, მაგრამ არა სასიკვდილო. მისით დაზიანებული კანი და ფრჩხილები საკმაოდ უსიამოვნოდ გამოიყურება. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ამის გამო, მისი სრულად განკურნება შეუძლებელია. თუმცა თუ პაციენტი ჩაიტარებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, დაიცავს დიეტას, ფსორიაზი არ გამწვავდება. 

რისკის ჯგუფი

  • კანის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
  • კანის ტრავმების მქონე პირები;
  • ცენტრალური ნერვული და ვეგეტატიური სისტემების დარღვევების მქონე პირები.

პროფილაქტიკა

  • კანის დატენიანება;
  • ცივ და მშრალ შენობებში დიდხან ყოფნისგან თავის შეკავება;
  • ლიტიების და ბეტა-ბლოკატორების მიღებისგან თავის შეკავება.
 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.