ფილტვების გასაწმენდი მარტივი და სასარგებლო მეთოდი

ფილტვების გასაწმენდი მარტივი და სასარგებლო მეთოდი

43815 ნახვა
არავის სიამოვნებს როცა ხველა აწუხებს. თუმცა ბევრი ადამიანი იძულებულია აიტანოს ასეთი მდგომარეობა. ხველის მიზეზი შეიძლება იყოს გაციება, სიგარეტი, ქიმიკატების ზემოქმედება და ა.შ.

 

ალბათ ის ადამიანები, ვისაც ხველა აწუხებს მზად არის გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ამ შემაწუხებელი მდგომარეობიდან გამოვიდეს. წარმოგიდგენთ სრულიად უსაფრთხო მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ ფილტების გაწმენდაში.

 

თუმცა, აქვე დავამატებთ, რომ ქვემოთ მოცემული სასმელი არამარტო ფილტვების გაწმენდისთვის არის კარგი, არამედ ის:

 

  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • კურნავს გულის სხვადასხვა დაავადებებს;
  • ადაბლებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს;
  • აუმჯობესებს კანის ფერს;
  • ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.
 

სასმელის მოსამზადებლად საჭიროა:

 

  • 500 გრ. სტაფილო;
  • 3-4 ს/კ ნატურალური თაფლი;
  • წყალი.
 

მომზადების წესი:

 

  1. გაასუფთავეთ სტაფილო, შემდეგ საშუალოდ მოხარშეთ. სტაფილოს ნახარში არ გადაღვაროთ;
  2. სტაფილო გააციეთ და მოამზადეთ მისგან პიურე;
  3. სტაფილოს ნახარშში დაამატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ;
  4. ბოლოს დაამატეთ სტაფილოს პიურე.
 

ფილტვების გამწმენდი სასმელი მზადაა. დალიეთ ის როცა გსურთ, მაგრამ დღის მანძილზე მინიმუმ 2 ჭიქა უნდა მიიღოთ. 7-10 დღის შემდეგ თქვენ ხველას სამუდამოდ დაემშვიდობებით, ხოლო თუ საქმე ეხება გაციებით გამოწვეულ ხველას, მაშინ შედეგს 2-3 დღეშიც მიიღებთ!

 

წარმოდგენილი რეცეპტი ძალიან ძველია და როგორც ამბობენ ეფექტური. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, გამოცდილება აღნიშნული სასმელის ეფექტურობის თაობაზე კომენტარებში. 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.