"ეს არის შეცდომა,  რამაც ჩვენ შესაძლებელია უკან დაგვაბრუნოს და შეზღუდვების საჭიროების წინაშე დაგვაყენოს" - ბიძინა კულუმბეგოვი

1596 ნახვა
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინის მისაღებად, ქვეყანას ბევრად მეტი უნდა გაეკეთებინა. ქვეყნის გახსნა კი, მაშინ როდესაც ვაქცინაცია არ დაწყებულა, სწორი არ არის.

მისივე თქმით,  ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა სავალალო პროცესები კვლავ წარმოქმნას და ახალი შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი გახადოს. 

„უვაქცინობის ფონზე ქვეყნის გახსნა არის ძალიან დიდი რისკი. ეს მიმაჩნია აბსოლუტურად არასწორ გადაწყვეტილებად. ჯერ უნდა ყოფილყო ქვეყანაში მინიმუმ 100 ათასი ადამიანი აცრილი, რომ ჩვენ შეზღუდვების მოხსნაზე გვეფიქრა. ეს არის შეცდომა,  რამაც ჩვენ შესაძლებელია უკან დაგვაბრუნოს და შეზღუდვების საჭიროების წინაშე დაგვაყენოს.”  - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “TV პირველთან” ინტერვიუში.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.