ემოციების და სტრესის მართვა - ტვინის გამოკვლევა

ემოციების და სტრესის მართვა - ტვინის გამოკვლევა

39513 ნახვა
ტვინის ჯანმრთელობის ცენტრი გთავაზობთ ტვინის გამოკვლევის უახლეს მეთოდს QEEG (რაოდენობრივი ელექტროენცეფალოგრამა), რომელიც მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გვაძლევს სრულყოფილ ინფორმაციას ტვინის ელექტრული აქტივობის შესახებ. მიღებული ინფორმაციის პროგრამული გადამუშავებით ხდება ტვინის რუკების დადგენა (BRAIN MAPPING).

 

გამოკვლევის ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას შევისწავლოთ ადამიანის ქვეცნობიერი, ასევე ნებისმიერი ფსიქოლოგიური, ფსიქოსომატური თუ ემოციური დისბალანსი და მათი გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა დეპრესია, ნევროზი, შიშები,  ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი.

 

TMS-ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია, არის მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მრავალგზის აპრობირებული მკურნალობის მეთოდი, რომელიც ხშირად გამოიყენება ისეთი დეპრესიების დროს, რომლებიც რეზისტენტულნი არიან მედიკამენტების მიმართ.

ახალი კვლევების თანახმად, მედიცინის დარგში  TMS-ი არის ტვინისთვის საუკეთესო  ტექნიკური სტიმულაცია.

TMS-ი გამოიმუშავებს მაგნიტურ ტალღას, რომელიც მიმართულია ტვინის იმ საჭირო უბანზე რომელიც დაფიქსირებულ იქნა QEEG-ის მიერ. შედეგად ეს მაგნიტური ტალღა არეგულირებს ტვინის ამ უბანში ნეირონთაშორის კავშირს (სინაფსის), ასევე აღადგენს  ნეირონების ჰომეოსტაზს.

 

პანიკური შეტევა არის ინტენსიური შიშის მოულოდნელი ეპიზოდი, როდესაც არ არსებობს რეალური საფრთხე ან აშკარა მიზეზი. პანიკური შეტევის დროს ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს საკუთარ თავზე  კონტროლის დაკარგვის განცდა და აქვს შემდეგი სიმპტომები:

 

  •  ტკივილი ან დისკომფორტი  გულმკერდის არეში

 

  • „გულის შეტევის“  შეგრძნება.

 

  • სუნთქვის უკმარისობა და გახშირებული გულისცემა.

 

  • ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა.

 

  • კანკალი, ოფლიანობა ან შემცივნება.

 

  • ყელში მოჭერის შეგრძნება და სპაზმები მუცელში

 

  • ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება თითებში.

 

  • სიკვდილის შიში.

 

მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში უამრავი ადამიანს აწუხებს მსგავსი სიმპტომები და უმრავლესობამ არ იცის რომ ასეთი ტიპის შეტევები განკურნებადია. კლინიკა ტვინის ჯანმრთელობის ცენტრი გთავაზობთ  უახლეს და ინოვაციურ  მეთოდს:  TMS თერაპია, Neurofeedback თერაპია, ასევე ფსიქოთერაპია და მედიკამენტოზური მკურნალობა.

 

დეპრესიის სიმპტომები:

 

  • აგზნებადობა და მოუსვენრობა.

 

  • უძილობა ან ზედმეტი ძილიანობა.

 

  • უუნარობის განცდა, ქრონიკული დაღლილობის და მოთენთილობის შეგრძნება.

 

  • მუდმივი მწუხარება ან შფოთვა.

 

  • უიმედობა, პესიმიზმი, უსუსურობის და სიცარიელის  შეგრძნება.

 

  • სირთულეები დეტალების გახსენებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

 

  • უმიზეზო ტირილი ან ფიზიკურად გამოხატული სიმპტომები (როგორიცაა მუდმივი ტკივილები სხეულის სხვადასხვა ნაწილში, თავის ტკივილი, კუნთებში დაჭიმულობის შეგრძნება), რომელსაც არ შველის მედიკამენტები.

 

  • იმ აქტივობების მიმართ ინტერესის დაკარგვა რომელიც ადრე გიყვარდათ და სიამოვნებას განიჭებდათ.

 

  • ფიქრები სიკვდილსა და სუიციდზე.

 

კლინიკა ტვინის ჯანმრთელობის ცენტრი გთავაზობთ ამ სიმპტომების მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს tms თერაპია. ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია (tms) არის არაინვაზიური პროცედურა რომლის დროსაც მაგნიტური ტალღები ასტიმულირებენ ტვინის ნერვულ უჯრედებს, რათა აღმოფხვრან დეპრესიის სიმპტომები. Tms თერაპია ასევე გამოიყენება ისეთი დეპრესიების დროს, რომელიც რეზისტენტულია  მედიკამენტების მიმართ.

 

სტატიის მომწოდებელია: ტვინის ჯანმრთელობის ცენტრი

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.