ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინის გაკეთებას, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინის გაკეთებას, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ

1393 ნახვა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას, ექიმების გარდა, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. მსურველები პორტალზე რეგისტრაციას 25 მარტიდან შეძლებენ. 

 

"მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ, 65 და 75 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა.

სწორედ ეს ჯგუფები გახლავთ ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლისთვისაც კოვიდინფექცია არის ერთერთი ყველაზე საშიში ინფექცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ სხდომაზე.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ჯამში  ჯანდაცვის სექტორის 3 843 მუშაკია აცრილი. 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.