დიეტა მენოპაუზის შემდეგ ფორმის შესანარჩუნებლად

დიეტა მენოპაუზის შემდეგ ფორმის შესანარჩუნებლად

9634 ნახვა
ტეხასელი მეცნიერების მიერ დადგინდა, რომ ნახშირწყლების დაბალი შემცველობის რაციონი ხელს უშლის ქალის ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას პოსტმენოპაუზურ პერიოდში.

 

როგორც ცნობილია, ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით შემცველია ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კარტოფილი, მაკარონის ნაწარმი, შაქარი, ბურღულეული, ასევე პური და თაფლი. ნახშირწყლები აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და მათი სწორი რაოდენობისა და მოხმარების დროის შერჩევა ნამდვილად არ გამოიწვევს ჭარბი წონის პრობლემას. ეს არსებითად აქტუალურია იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც პოსტმენოპაუზური პერიოდი აქვთ, რადგან ბევრი მათგანი, ჰორმონალური დარღვევების ფონზე, მიდრეკილია გასუქებისკენ. სწორედ ამ მიზეზის გამო, მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ ეპოვათ საშუალება, რომლის დახმარებითაც ქალები აღნიშნულ პერიოდში მსგავსი პრობლემისგან დაიცავდნენ თავს და სხეულის წონას ნორმის ფარგლებში შეინარჩუნებდნენ.   



კვლევის დროს, მეცნიერებმა გააანალიზეს 4 ყველაზე გავრცელებული კვების მოდელი ამერიკელებს შორის - მას შეიძლება მივაკუთვნოთ ნახშირწყლების დაბალი შემცველობისა და ხმელთაშუა ზღვის დიეტური მენიუ. საკვლევ მასალად გამოყენებული იყო დაახლოებით 93 000 ქალის მონაცემი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ქალის ჯანმრთელობისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კვლევებში. კვლევის ყველა მონაწილემ წარადგინა საკუთარი რაციონის მონაცემები ექსპერიმენტის დაწყებამდე და შემდეგ მისი მიმდინარეობის მესამე წელს, ასევე ისინი ატყობინებდნენ მეცნიერებს სხეულის მასის ცვლილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.



მას შემდეგ, რაც მოხდა ყველა ფაქტორის გათვალისწინება, რომელთა შორის უნდა გამოიყოს ასაკობრივი კატეგორია, სოციალური და ეკონომიკური სტატუსი, დადგინდა, რომ სწორედ ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა არ აისახა ექსპერიმენტის მონაწილეთა სხეულის წონაზე პოსტმენოპაუზის პერიოდში. გარდა ამისა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ არ იქნა გათვალისწინებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები ან შაქრიანი დიაბეტი, რის გამოც ყველა ქალისთვის რეკომენდირებული არ არის კვების რაციონის მკვეთრი ცვლილება.

 


 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.