მშრალი თვალის სინდრომი
«მშრალი თვალის» სინდრომი – თვალების დაავადება, რომელსაც ახასიათებს რქოვანას მდგომარეობის ცვლილება ცრემლის არასწორი გამოყოფის გამო, რაც იწვევს დისკომფორტს მხედველობითი დატვირთვის დროს.
მიზეზები
· კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ან არასწორი ტარება;
· ცრემლის წარმოქმნის შემაფერხებელი პრეპარატების გამოყენება;
· თვალების ხანგრძლივი დატვირთვა;
· მხედველობის ლაზერული კორექცია;
· რქოვანას მექანიკური დაზიანებები;
· ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილება;
· კვების რეჟიმის დარღვევა.
სიმპტომები
· თვალების ქავილი, წვა;
· თვალების გაღიზიანება, ჩაწითლება;
· მხედველობის დაქვეითება;
· ჭარბი ცრემლდენა;
· დაწებებული ქუთუთოები დილაობით;
· ხანგრძლივი დატვირთვის შემდეგ მხედველობის დაბინდვა;
· კაშკაშა ნივთებზე ყურებისას დისკომფორტი;
· თვალის კიდეებში ლორწოვანი ნადების გაჩენა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოკულისტი, რისთვისაც საჭიროა:
· რქოვანას, კონიუქტივის და ქუთუთოების ბიომიკროსკოპული გამოკვლევა;
· კონიუქტივის და რქოვანას ცვლილებების გამოსავლენი სპეციალური წვეთების გამოყენება.
მკურნალობა
· ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები;
· ანტიბაქტერიული პრეპარატები;
· პოლივიტამინები;
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· ქრონიკული კონიუქტივიტი;
· რქოვანაზე ნაპრალების გაჩენა;
· მხედველობის დაქვეითება.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება;
· კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ყოფნისას ყოველ 40 წუთში შესვენება;
· საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის რეგულარულად განიავება;
· მზის ქვეშ ყოფნისას მზის სათვალისა და ქუდის გამოყენება.