ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი

ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი

8171 ნახვა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობებით გამორჩეულ ქვეყანაში რთულია იპოვნო ისეთი გარემო, სადაც ერთ სივრცეში მიიღებ, როგორც სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელ, ისე სამედიცინო მომსახურებებს.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის 80 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის უნიკალურია გოგირდის აბაზანები (წიწვით, ზღვის მარილით, ევკალიპტით, იოდით), რომელიც  ამდიდრებს უჯრედების სტრუქტურას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს ძვალ-სახსართა სისტემის მდგომარეობასა და  კანის სტრუქტურას. ასევე, შეგიძლიათ გაიკეთოთ ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახისა და პარაფინის აპლიკაციები წონის კორექციისთვის, რელაქსისა და კანის ელასტიურობის გაუმჯობესებისთვის. მშრალი, ჰორიზონტალური და წყალქვეშა დაჭიმვა, შარკოს და აღმავალი შხაპი, ფიზიოთერაპია, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მასაჟი, ჩაიტარო ქვებით მასაჟი - Stone Therapy.

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტს ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში,  სწორედ ამიტომ, ყოველთვის იქცევა მომხმარებლის ინტერესის ობიექტად.

კურორტი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის მასაჟს: მანუალური, ტაილანდური, ოთხ ხელში, სამკურნალო, ანტიცეცულიტურ და ა.შ. შარკოს შხაპსა და ლიმფოდრენაჟის უნიკალურ აპარატს, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ სხეულის კორექციასა და ნივთიერებათა ცვლაზე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით კურორტი გვთავაზობს ფიტნეს, აქვა-აერობიკის, პილატესისა და იოგის ვარჯიშებს.

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში არის სარელაქსაციო ოთახი თერმული ქვებით,  გოგირდის  და ცხელი აბაზანებით. სივრცე, რომელიც ეხმარება ადამიანს სტრესის გაქრობაში, ნერვული სისტემის დამშვიდებაში, სხეულს ავსებს ენერგიით, ზრდის მოქნილობისა და მგრძნობელობის დონეს. ეხმარება ორგანიზმს დაიბრუნოს და შეინარჩუნოს შრომისუნარიანობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომხმარებელს ველნეს სპა მომსახურებასთან ერთად შეუძლია ისარგებლოს სამედიცინო - დიაგნოსტიკური სერვისებით: ექიმის კონსულტაცია, უროლოგია, კარდიოლოგია, პედიატრია, გინეკოლოგია, ექოსკოპია, დუოდენალური ზონდირება - ეს იმ მომსახურებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც კურორტი გვთავაზობს.

ასევე, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე დაინერგა მაღალი ხარისხის კოსმეტოლოგიური მომსახურება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მუდმივი პროგრესის პროცესშია. უკვე დაიგეგმა არაერთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და ამბიციური პროექტი.

და ბოლოს, ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მსოფლიოს მასშტაბით არის უნიკალური თავისი მრავალფეროვანი სერვისით, ბუნებრივი სამკურნალო თვისებების მქონე პროცედურებით, გამორჩეული მომსახურებით და რაც მთავარია, პროფესიონალი და კვალიფიციური პერსონალით.

 

ექიმებთან ვიზიტზე ჩასაწერად გადადით ბმულზე: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.