„AstraZeneca“-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში ექთანი ცუდად გახდა. ექიმების განცხადებით, 30 წლამდე ექთნის მდგომარეობა რთულია და ის რეანიმაციაში იმყოფება. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება და უკავშირდება თუ არა ის ვაქცინას.
გავრცლებული ინფორმაციით, ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დატოვეთ კომენტარი