ორალური სექსი
შეკითხვაზე «რა დამოკიდებულება გაქვს ანალურ სექსთან?» - ქალების უმრავლესობის პასუხია, რომ ყველაფერი დამოკიდებულია განწყობაზე, აღგზნების დონეზე და რაღა თქმა უნდა მზაობაზე. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ სასარგებლო გაჯეტებზე, რომელთა დახმარებით შეძლებთ განწყობა და სქესობრივი კავშირის სურვილი აიმაღლოთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ:
1. ანალური შხაპი
მომზადება სწორედ შხაპის მიღებით უნდა დაიწყოთ. პირველ რიგში ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე და ასევე ფსიქოლოგიური კომფორტისთვის. როცა დარწმუნებული ხართ, რომ სექსის დროს ადგილი არ ექნება უსიამოვნო მოულოდნელობებს, უფრო ადვილად მოდუნდებით და სასიამოვნო შეგრძნებებზე იქნებით კონცენტრირებული.
არსებობს სხვადასხვა სახის და ფორმის ანალური შხაპი, მაგრამ თუ აქამდე არასოდეს გამოგიყენებიათ, სჯობს შეარჩიოთ ვიწრო და რბილი თავის მქონე გაჯეტი. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის - არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი (აუცილებლად შეამოწმეთ ხელით), შხაპის დაწყებამდე გამოიყენეთ ლუბრიკანტი.
2. ლუბრიკანტები
ანალური სექსისთვის ჩვეულებრივი ლუბრიკანტი არ გამოდგება. სპეციალური ანალური ლუბრიკანტები არამარტო ატენიანებენ, არამედ გაუმტკივარების ეფექტიც აქვთ იმისათვის, რომ მოხდეს მგრძნობელობის შემცირება და უსიამოვნო შეგრძნებების გაქრობა. ლუბრიკანტები არსებობს საცხის, გელის და სპრეის ფორმით.
თუ გეგმავთ სექსუალური სათამაშოების გამოყენებას, მაშინ ყურადღება მიაქციეთ ინსტრუქციას, სადაც მითითებული უნდა იყოს, რომ ის თავსებადია ხელოვნური მასალისგან დამზადებულ ნივთებთან. თუ სექსის დროს პარტნიორთან იყენებთ პრეზერვატივს, მაშინ თქვენთვის შესაფერისი იქნება ლუბრიკანტი წყლის ბაზაზე.
თუ ალერგიულები ხართ, სჯობს ახალი ლუბრიკანტი წინასწარ გამოსცადოთ კანის პატარა ნაწილზე და დააკვირდეთ რეაქციას 30 წუთის მანძილზე.
3. ანალური სტიმულატორები
შესაბამის მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მრავალი სახეობის ანალური სტიმულატორი, თან სხვადასხვა ფორმით - საცობი, სპირალი, ნაძვის ხე და ა.შ.
რაში გჭირდებათ ისინი? - პირველ რიგში იმაში, რომ შინაგანი კუნთები მოამზადოთ შეღწევადობისთვის და შეეგუოთ ამ მდგომარეობას. მეორე - თუ ანალურ სექსში ახალბედა ხართ, მაშინ პატარა ზომის სტიმულატორი იქნება პროფილაქტიკა მტკივნეული შეგრძნებებისა და ტრავმებისთვის. ზოგიერთი სტიმულატორი ვიბრაციის ეფქტით არის და ფართოვდება კიდეც. ანუსის არეში თავმოყრილია ბევრი ნერვული დაბოლოება, სწორედ ამიტომ, ანალურმა სექსმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი აღგზნება. მთავარია - სწორად მომზადება!
4. კლიტორალური სტიმულატორები
ისინი სამართლიანად ითვლება ყველაზე შეუცვლელ გაჯეტად ქალებისთვის, რადგან ისინი მოქომედებენ ქალების ყველაზე ეროგენულ ზონაზე. თუ ანალური სექსის დროს აღგზნება იკლებს, კლიტორალური სტიმულატორი წამებში გამოასწორებს სიტუაციას. ქალბატონებო, თუ აქამდე მსგავსი არაფერი შეგიძენიათ, მაშინ სურპრიზი გელით, რადგან არსებობს მისი ფორმების უამრავი ვარიაცია. ურებიანი, კუდიანი, კვერცხის, პინგვინის და პომადის ფორმის, ასევე გარე და უკონტაქტო სტიმულატორები. არჩევანი თქვენზეა!
გარე სტიმულატორები
ასეთი ტიპის სტიმულატორები გულისხმობენ პირდაპირ კონტაქტს მგრძნობიარე ზონასთან და უზრუნველყოფენ ვიბრაციას, ამასთან, მისი ინტენსივობის რეგულირება შესაძლებელია.
უკონტაქტო სტიმულატორები — ყველაზე მეტად განვითარებული მოწყობილობებია, რომლებიც ქმნიან არამარტო მექანიკურ ვიბრაციას, არამედ ჰაერის მოძრაობასაც. გამოცდილი მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ სწორედ ასეთი მოწყობილობები უზრუნველყოფენ მომენტალურ ორგაზმს.