9 უცნაური მეთოდი ფეხმძიმობის გამოსავლენად

9 უცნაური მეთოდი ფეხმძიმობის გამოსავლენად

140600 ნახვა
არის თუ არა ქალი ფეხმძიმედ - დღეს ამის დადგენა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. საკმარისია აფთიაქში წასვლა, ტესტის ყიდვა და რამოდენიმე წუთის დახარჯვა იმისათვის, რომ გავარკვიოთ რა მდგომარეობაა. ეს საშაულება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი 1978 წლიდან გახდა, თუმცა მაშინ შედეგის გასაგებად საჭირო იყო 2 საათი, ხოლო ტესტის უტყუარობის მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ს შეადგენდა.

ძველ დროში კი ფეხმძიმობის გარკვევა საკმაოდ რთული იყო. ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ მეთოდებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ფეხმძიმობის გამოსავლენად.

(სულ 9 ფოტო)

 


 

http://bigpicture.ru/wp-content/uploads/2016/01/pregnancytest01.jpg

 

1. ხორბლისა და ქერის ტესტი

ეს არის ფეხმძიმობის გამოვლენის ერთ-ერთი პირველი მეთოდი, რომელიც გაჩნდა ძველ ეგვიპტეში. ჩვ.წ.აღ-მდე 1350 წელს ქალები შარდავდნენ ქერისა და ხორბლის მარცვლებზე რამოდენიმე დღის მანძილზე. თუ ხორბლის მარცვალი გადიდდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ქალი ფეხმძიმედ იყო და გოგონა ეყოლებოდა, ხოლო თუ ქერის მარცვალი გადიდდებოდა - მაშინ ბიჭი. თუ არცერთი არ გადიდდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ქალი ფეხმძიმედ არ იყო.

რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, ეს ტესტი ნამდვილად სწორი აღმოჩნდა: 1963 წელს მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ფეხმძიმე ქალების შარდი ნამდვილად ზრდიდა ხორბლისა და ქერის მრცვლებს, სხვა შემთხვევაში კი მარცვლები არ იზრდებოდა.

http://bigpicture.ru/wp-content/uploads/2016/01/pregnancytest02.jpg

2. ხახვის ტესტი

მაშინ, როცა ძველი ეგვიპტელები ხორბლისა და ქერის მარცვლებით ამოწმებდნენ იყო თუ არა ფეხმძიმედ ქალი, ძველი ბერძნები ამ მიზნებისთვის იყენებდნენ ხახვს. ჰიპოკრატე, რომელიც დღეს მედიცინის ფუძემდებლად ითვლება, შემდეგ ტესტს ატარებდა: ქალს, რომელსაც ფეხმძიმობის შემოწმება სურდა, მთელი ღამით საშოში უნდა ჩაედო ხახვის ან რომელიმე სხვა ძლიერი სუნის მქონე ბოსტნეულის ნაჭერი. თუ მის სუნთქვას დილით ხახვის სუნი ექნებოდა, ეს იმას ნიშავდა, რომ ქალი ფეხმძიმედ არ იყო. ეს ტესტი ემყარებოდა იმ აზრს, რომ თუ ქალის საშვილოსნო იყო ღია, ხახვის სუნი მიაღწევდა პირის ღრუს, აეროდინამიური მილის პრინციპით.

http://bigpicture.ru/wp-content/uploads/2016/01/pregnancytest03.jpg

3. ლუდის ტესტი

ძველ ეგვიპტურ პაპირუსებში ფეხმძიმობის გამოვლენის კიდევ ერთ უცნაური მეთოდი ამოიკითხეს, რომლის მიხედვითაც საჭირო იყო დახშულ სივრცეში იატაკზე დიდი რაოდენობით ლუდის და მჟავე ალაოს დასხმა, შემდეგ ამ სითხეში ქალის ჩასმა. ოთახში დატრიალებულ სუნს უნდა გამოეწვია გულისრევის შეგრძნება და ამ რეაქციის სიძლიერის მიხედვით განისაზღვრებოდა იყო თუ არა ფეხმძიმედ ქალი.

http://bigpicture.ru/wp-content/uploads/2016/01/pregnancytest04.jpg

 

4. ტესტი ურდულით

XV საუკუნის სამედიცნიო ტრაქტატში ნათქვამია: «თუ გსურთ გაარკვიოთ ფეხმძიმედ არის თუ არა ქალი, საჭიროა მან მოშარდოს თასში, ხოლო შემდეგ ამ თასში მოათავსოთ ურდული ან კარის გასაღები სამი-ოთხი საათით. ამის შემდეგ საჭიროა შარდის გადაღვრა, ურდულის ამოღება და შემოწმება დარჩა თუ არა მისი ნაკვალევი თასის ფსკერზე. თუ ნაკვალევი არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი ფეხმძიმედაა».

http://bigpicture.ru/wp-content/uploads/2016/01/pregnancytest05.jpg

 

5. შარდით წინასწარმეტყველება

XVI საუკუნეში ევროპელი «შარდით წინასწარმეტყველები» ამტიკიცებდნენ, რომ მათ შეეძლოთ შარდის ფერისა და სხვა ნიშნების მიხედვით დაედგინათ იყო თუ არა ქალი ფეხმძიმედ. ზოგიერთი შარდს ღვინოში ურევდა და რეაქციას აკვირდებოდა ( საინტერესოა, რომ ალკოჰოლი ნამდვილად რეაგირებს ცილებზე, რომლებიც ქალის შარდის შემადგენლობაშია). ამავე გზით ეს «წინასწარმეტყველები» არამარტო ფეხმძიმობას, არამედ ხვადასხვა ავადმყოფობებსაც ადგენდნენ.

http://bigpicture.ru/wp-content/uploads/2016/01/pregnancytest06.jpg

 

6. ქალის თვალები

ექიმი ჟაკ გულემო, რომელიც ცხოვრობდა XVI საუკუნეში, ამტკიცებდა, რომ ქალის ფეხმძიმობაზე საუბარი მისი თვალებით არის შესაძლებელი. გულემო ოფთალმოლოგიაში ცნობილი ტრაქტატის ავტორია, იგი ამტკიცებდა, რომ ფეხმძიმობის მეორე თვის დასაწყისში «ფეხმძიმე ქალის თვალები ჩაღრმავებულია, გუგები დაპატარავებული, ქუთუთოები დაშვებული, ხოლო თვალის კუთხეებში შეიმჩნევა შეშუპება». ეს შეიძლება სიმართლე არ არის, მაგრამ ექიმი ერთ რამეში ნამდვილად მართალი იყო: ფეხმძიმობის დროს ქალის მხედველობა ნამვილად იცვლება.

http://bigpicture.ru/wp-content/uploads/2016/01/pregnancytest07.jpg

 

7. ჩედვიკის ნიშანი

ფეხმძიმობის დასაწყისში (დაახლოებით ექვსი-რვა კვირისას) საშვილოსნოს ყელი, საშო და სასქესო ბაგეები ხდება მუქი ლურჯი ან მოიასამნისფრო-წითელი შეფერილობის, რაც გამოწვეულია ამ ნაწილში სისხლის ნაკადის მოჭარბებული რაოდენობით. ეს ფეხმძიმობის ნიშანია იმ სხვა ნიშნებს შორის, როგორიცაა მჟავე საკვების მოთხოვნილება. ეს სიმპტომები აღმოჩენილ იქნა 1836 წელს ფრანგი მეან-გინეკოლოგის ჯეიმს ჩედვიკის მიერ (რის გამოც ამ მოვლენას „ჩედვიკის ნიშანი“ ეწოდა). მაგრამ ფეხმძიმობის ამ ნიშნების შემოწმებას მაშინდელი ექიმები რატომღაც უგულებელყოფდნენ.

http://bigpicture.ru/wp-content/uploads/2016/01/pregnancytest08.jpg

8. კურდღლის ტესტი

ტესტებით დაკვირვების პარალელრად, მაგალითად როგორიც იყო «ჩედვიკის ნიშანი», დაახლოებით XX საუკუნემდე, არსებობდა ფეხმძიმობის გამოვლენის ძალიან არასასიამოვნო საშუალება, რომელიც ტრაგიკულად მთავრდებოდა კურდღლებისთვის, თაგვებისა და ვირთხებისთვის. XX საუკუნის 20-იან წლებში, ორმა გერმანელმა მეცნიერმა - სელმარ აშჰაიმმა და ბერჰარდ ზონდეკმა ქალის შარდში გარკვეული ჰორმონი აღმოაჩინეს, რომელიც საკვერცხეების ზრდასთან არის კავშირში (დღეს ეს ჰორმონი ცნობილია როგორც ქორიონული გონადოტროპინი)  ქალის შარდის ინექცია შეჰყავდათ მოუმწიფარ მდედრ კურდღლებში, ვირთხებსა და თაგვებში, იმისათვის, რომ მათი საკვერცხეების ზრდა გამოეწვიათ. ინექციიდან მეხუთე დღეს ცხოვლს კლავდნენ და კვეთდნენ შედეგის სანახავად.

http://bigpicture.ru/wp-content/uploads/2016/01/pregnancytest09.jpg

 

9. ბაყაყის ტესტი

ეს მეთოდი მუშაობდა ზუსტად ისე, როგორც კურდღლების შემთხვევაში, მაგრამ უფრო ჰუმანური იყო, რამდენადაც ცხოველი ცოცხალი რჩებოდა. 1940-იანი წლების ბოლოს დაადგინეს, რომ თუ მოხდება ქალის შარდის შეყვანა ბაყაყის სხეულში, 24 საათის განმავლობაში ცხოველი ქვირითების დაყრას დაიწყებს.

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.