5 ყველაზე ბინძური ადგილი სექსისთვის

5 ყველაზე ბინძური ადგილი სექსისთვის

5057 ნახვა
ნუ შეგშურდება შენი მეგობრების, რომლებიც გიყვებიან ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ჰქონდათ სექსი ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებში - ეს მათთვისვეა ცუდი...

რადგან მსგავს ადგილებში სექსით შეიძლება ძალიან ბევრი ინფექციის “აკიდება”.

ზაფხული მოდის და დიდებული გეგმებიც გექნება, ამიტომაც გეტყვი 5 ადგილს, სადაც, მიკრობიოლოგების აზრით, სექსი არ უნდა გქონდეს:

  1. თვითმფრინავის ტუალეტი - შეიძლება “ციდან 3 მეტრზე” სექსის იდეა ძალიან მოგწონს, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ მსგავსი ადგილების დასუფთავება არც თუ ისე ხშირად ხერხდება. მიკრობიოლოგების აზრით სწორედ თვითმფრინავის ტუალეტია სექსისთვის ყველაზე ბინძური ადგილი.
  2. სპორტ-დარბაზის გასახდელი - აქ სექსი კი არა, ფეხშიშველა სიარულიც კი სასტიკად აკრძალულია. დაიმახსოვრე! იქ სადაც ბევრი ოფლია, ბევრი საფრთხეცაა.
  3. კინოთეატრის უკანა რიგები - იცი, რამდენი ადამიანი იჯდა შენამდე შენს ადგილზე? ბევრი! იცი, სულ რამდენჯერ გაწმენდილა შენი ადგილი? არც ისე ბევრჯერ! 
  4. პარკი - როგორც მიკრობიოლოგები ამბობენ: “ვირუსები და ბაქტერიები, ცხოველებისა და ადამიანის ფეკალიები - სწორედ ეს გელით სკვერებსა და პარკებში.”
  5. სანაპირო - გარდა იმისა, რომ ზღვის წყალი ძალიან, ძალიან ბინძურია, კვლევებმა დაადასტურეს, რომ მასზე უარესი სანაპიროს ქვიშაა. ასე, რომ სანაპიროზე სექსი ორმაგი საფრთხეა!

ეს ის რჩევებია, რასაც მიკრობიოლოგები გეუბნებიან, დანარჩენი შენ იცი...

მონახეთ ექიმები: 5000+ ექიმი

მონახეთ კლინიკები : 1000+ კლინიკა

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.