5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ კივი ყოველ დღე

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ კივი ყოველ დღე

6330 ნახვა

მომჟავო, მაგრამ ამავდროულად ტკბილი კივი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, ბევრ სასარგებლო მინერალებს შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის. ეს ტროპიკული ხილი შეგიძლიათ, უმად მიირთვათ ან საყვარელი სასმლისა თუ ცივი საზაფხულო კერძის გასაკეთებლად გამოიყენოთ.

ამ სტატიით შევეცდებით დაგარწმუნოთ იმაში, რომ კივი აუცილებლად უნდა იყოს თქვენი კვებითი რაციონის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რათა მთელი კვირის განმავლობაში ბედნიერად და ენერგიულად იგრძნოთ თავი.

 

1. კივი აძლიერების იმუნურ სისტემას.

    ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით „გვიტევს“ ვირუსები და ბაქტერიები. ხშირი ავადმყოფობის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი იმუნური სისტემა მოძლიერდეს, რათა მარტივად დავამარცხოთ გრიპი, გაციება და მაღალი ტემპერატურა. ასეთ დროს ექიმები ბევრი ჯანსაღი პროდუქტის მიღებისკენ მოგვიწოდებენ. მართლაც, არაფერი სჯობს დილით მჭიფე ხილის მირთმევას. კივი უდავოდ სასარგებლოა, რადგან გაჯერებულია B9 და C ვიტამინებით, რაც ხელს უშლის ორგანიზმის გამოფიტვას.

 

2. კივი ხელს უწყობს ფორმის შენარჩუნებას.

    დაბალკალორიული კივი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება, თუ გსურთ, რომ მუდმივად ფორმაში იყოთ და სინდისმაც არ შეგაწუხოთ დიეტური კვების დროს ტკბილი სასუსნავის მირთმევისას. ეს ხილი 10-ჯერ უფრო ნოყიერია, ვიდრე ვაშლი. იგი შეიცავს ფრუქტოზას - ბუნებრივ შაქარს და ნაკლები ცხიმიანობით გამოირჩევა. კივში შემავალი უამრავი მინერალი და ვიტამინი ხელს უწყობს მუდმივად ტონუსში ყოფნას, ასე რომ, დაბალანსებულ კვებასთან ერთად, თავისუფლადაა შესაძლებელი მთელი დღე ენერგიულად ყოფნა.

 

3. კივი მდიდარია C ვიტამინით.

    იცოდით, რომ კივი უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი? ენერგიული კვირის დასაწყებად მარტივი გზა არსებობს, რადგან ამ საჭირო ვიტამინის დღიური დოზის მიღება მხოლოდ ერთი ცალი კივის მირთმევით შეგიძლიათ. ჯანსაღი კვება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი. ვიტამინი C იმუნური სისტემის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. იგი ამასთანავე ხელს უწყობს ჭრილობების მარტივად შეხორცებას და ძვლოვანი სტრუქტურის გამაგრებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ვიტამინის ანტიოქსიდანტურ თვისებებზე.

 

4. კივი ხელს უწყობს კუჭნაწლავის სისტემის გამართულად მუშაობას.

    ეს ტროპიკული ხილი შეიცავს აქტინიდს, ბუნებრივ ფერმენტს, რომელიც მნიშვნელოვანია ზოგიერთი ცილის სათანადოდ მოსანელებლად. თუ თქვენს კვებით რაციონში ჩართავთ კივს, დღის განმავლობაში მიიღებთ განსაზღვრული რაოდენობის წყალს და დაიწყებთ რეგულარულ ვარჯიშს, მალე თქვენი კუჭ-ნაჭლავის პრობლემები სულ გადაგავიწყდებათ.

 

5. კივს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია.

    ანტიოქსიდანტებით მდიდარი ამ ხილის ყოველდღიური მიღება ხელს უშლის გარკვეული ტიპის სიმსივნური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებას. სამეცნიერო კვლევები გვიჩვენებს, რომ „დნმ“-ის ოქსიდაცია იწვევს კიბოს უჯრედების წარმოქმნას, კივი კი ანტიოქსიდანტების წყალობით აჩერებს ამ პროცესის წარმართვას.

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.