ინ ვიტრო განაყოფიერება ონკოლოგიური პაციენტებისთვის

1069 ნახვა

პირველად საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" შესაძლებელია სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შემდგომ რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას და შენარჩუნებას. მომსახურება ითვალისწინებს სასქესო უჯრედების (კვერცხუჯრედი, სპერმა) ან ორგანოების (საკვერცხე და სათესლე ჯირკვალი) ქსოვილების გაყინვას (კრიოპრეზერვაცია). საქართველოს მასშტაბით მხოლოდ „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. რეპროდუქციის დარგში ჩვენი უცხოელი კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია უცხოელ კოლეგებთან საქართველოდან გაუსვლელად. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს დონაცია-სუროგაციის პროგრამები.

დატოვეთ კომენტარი

სიახლე დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში
სიახლე დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში
სპეციალური შეთავაზება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ისნის ფილიალში!
სპეციალური შეთავაზება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ისნის ფილიალში!
მსგავსი ექიმები


უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.