2019 წლის დეკემბერში, თავის ფუძის ძვალის მოტეხილობით, ტვინის შერყევით და თავის ქალის დაზიანებით, დავაწვინეთ ჩემი ძმისშვილი, ზუგდიდის საავადმყოფოში. ექიმმა, ნეიროქირურგმა, თორნიკე კლდიაშვილმა, თავის გუნდთან ერთად სრული პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური მიდგომით და გულისხმიერებით ძმისშვილი ჯანმრთელი დაგვიბრუნა. უღრმესი მადლობა თორნიკე ექიმო.