ყაბზობა

 ყაბზობა

 

ყაბზობა დეფეკაციის პრობლემა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ქრონიკული ფორმა. ხშირად დაავადება აღენიშნებათ ბავშვებს და მოხუცებს.

 

მიზეზები

დაავადებას იწვევს:

·         დეფეკაციის მუდმივად შეკავება;

·         ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი;

·         მოსადუნებელი პრეპარატების ხშირი გამოყენება;

·         მცენარეული ბოჭკოს შემცველი პროდუქტის იშვიათი გამოყენება;

·         მუცლის ღრუს კუნთების მოდუნება;

·         სითხის შეზღუდული მიღება.

 

სიტუაციური ხასიათის ყაბზობის მიზეზები:

·         ფეხმძიმობა;

·         სტრესი, ფსიქოემოციური აშლილობა;

·         მოგზაურობა, გარემოს შეცვლა;

·         რთულად მოსანელებელი პროდუქტების მიღება.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         დიდი ხნის განმავლობაში გაუვალობა;

·         სწორ ნაწლავში სიმძიმის შეგრძნება;

·         ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მუცელში;

·         მეტეორიზმი;

·         ჭარბი გაზების დაგროვება.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი და ნიშნავს:

·         შარდის და კალას ანალიზს;

·         ირიგოგრაფიას;

·         ირიგოსკოპიას;

·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         კოლონოსკოპიას;

·         ანორექტომეტრიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         მოსადუნებელ პრეპარატებს;

·         სანთლებს;

·         ოყნებს.

ყაბზობა დიდებსა და ბავშვებში ერთნაირად იკურნება, მშობლებმა უნდა გააკონტროლონ ბავშვის კვების რეჟიმი.

 

საშიშროება

დაავადების უყურადღებოდ დატოვება იწვევს შემდეგ გართულებებს:

·         ნაწლავის ანთებითი დაავადებები;

·         რექტოანალური პათოლოგიები;

·         ნაწლავის კედლების იშემია;

·         მსხვილი ნაწლავის დივერტიკულარული დაავადება;

·         მსხვილი ნაწლავის გადიდება;

·         სწორი ან მსხვილი ნაწლავის კიბო.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         მოხუცები;

·         ადამიანები, ვისაც გადატანილი აქვთ რთული ოპერაციები;

·         ქალები ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში;

·         ადამიანები, რომლებსაც ძირითადად ჯდომა უწევთ;

·         ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირები;

·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროული მკურნალობა;

·         მცენარეული ბოჭკოს შემცველი საკვები პროდუქტების გამოყენება;

·         ყოველდღიურად სითხის საჭირო რაოდენობის მიღება.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.