ხალები
ხალები – თანდაყოლილი ან შეძენილი კანის განვითარების ფორმაცია.
არსებობს ხალების შემდეგი სახეობები:
· ჰემანგიომა;
· ბრტყელი ხალები;
· გაბერილი ხალები;
· წითელი ხალები;
· ლურჯი ხალები;
· პიგმენტირებული გიგანტური ხალები.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;
· ულტრაიისფერი დასხივება;
· ფეხმძიმობა;
· ძლიერი სტრესი.
სიმპტომები
· დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით ხალების გაჩენა;
· ხალების ფერის ცვლილება;
· ხალის ადგილას კანიდან თმის საფარის გაცვენა;
· ხალის გარშემო მოწითალო ან მოშაო რკალის გაჩენა;
· ხალების ადგილას კანის დახეთქვა;
· ხალის არათანაბარი შეფერილობა;
· ხალის ადგილას ქავილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ალერგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· ჰისტოლოგიური ანალიზი;
· ხალის ადგილიდან ნაცხის ანალიზი;
· ახლომდებარე ლიმფოკვანძების გამოკვლევა;
· ეპილუმინსცეტური მიკროსკოპია;
· კომპიუტერული დიაგნოსტიკა.
მკურნალობა
· კრიოდესტრუქცია;
· ლაზერული;
· ელექტროკოაგულაცია;
· რადიოტალღური;
· ქირურგიული.
საშიშროება
ავთვისებიანი ხალები დროული მკურნალობის არარსებობისას იწვევენ მელანომას.
რისკის ჯგუფი
· 5მმ-ზე მეტი დიამეტრის ხალების მქონე ადამიანები;
· ფეხმძიმე ქალები;
· ღია კანისა და თმის ფერის ადამიანები;
· ბევრი ჭორფლის მქონე ადამიანები;
· კანზე პიგმენტური ლაქების მქონე ადამინები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მზის პიკი საათის დროს გარუჯვისგან თავის შეკავება (11-16 სთ);
· სოლარიუმში ხშირი ვიზიტისგან თავის შეკავება;
· ახალი ხალების გაჩენის გაკონტროლება და დერმატოლოგთან დროულად მისვლა.