წითურა
წითურა – მწვავე ვირუსულ-ინფექციური დაავადება. ხშირად გვხვდება 3-7 წლის ასაკის ბავშვებში. დიდებში იშვიათია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ბავშვობაში არ იყო ჩატარებული ვაქცინაცია. დაავადების ბუმი შემოდგომა-ზამთრის პერიოდშია.
მიზეზები
დაავადება ჩნდება ადამიანის ორგანიზმში ვირუსის მოხვედრით, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. იშვიათ შემთხვევებში ვირუსი გადადის ფეხმძიმე დედიდან ნაყოფზე.
სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
· სურდო;
· სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
· თავის ძლიერი ტკივილი;
· ტემპერატურის აწევა 40 გრადუსამდე;
· კისრის ლიმფური კვანძების ანთება.
2 დღის შემდეგ სხეულზე ჩნდება მოწითალო ფერის გამონაყარი.
ზოგჯერ გამონაყარი არ ფიქსირდება და დაავადება ერევათ გაციებაში, ზოგჯერ კი გამონაყარი ისეთი ძლიერია, რომ ერევათ წითელაში.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის ექიმი-პედიატრი ატარებს:
· ცხვირის ლორწოვანის დათესვას;
· სისხლის საერთო ანალიზს.
მკურალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· სიცხის დამწევ პრეპარატებს;
· სედატიურ პრეპარატებს;
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.
ავადმყოფის ოთახი რეგულარულად უნდა განიავდეს და დაცული უნდა იყოს სისუფთავე.
თანდაყოლილი წითურას მკურნალობის მეთოდები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ:
· სითხის ჭარბი მიღება (დღეში 3 ლიტრამდე);
· ვიტამინებით მდიდარი რძე-მცენარეული საკვები.
საშიშროება
რიგ შემთხვევებში წითურა იწვევს ისეთ გართულებებს როგორიცაა:
· ანგინა;
· ოტიტი;
· პნევმონია;
· ენცეფალიტი;
· ართრიტი;
· ტრომბოციტოპენური პურპურა.
ფეხმძიმობის დროს წითურამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაავადება შემდეგი ფორმებით:
· თანდაყოლილი წითურა;
· თანდაყოლილი გულის მანკი;
· სისხლის დაავადებები;
· მხედველობისა და სმენის ორგანოების დაავადება;
· შინაგანი ორგანოების დაავადება (სიყვითლე);
· თავის ტვინის დეფექტი (ტვინის მცირე ზომა, გონებრივი სისუსტე).
დიდია მუცლის მოშლის და შემდგომი უნაყოფობის ალბათობა.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· 10 წლამდე ბავშვები;
· ზრდასრულები, ვისაც ბავშვობაში არ გადაუტანია დაავადება;
· დამცავი ანტისხეულების დაბალი დონის მქონე ადამიანები;
· სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები;
· ბაღებისა და სკოლების თანამშრომლები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ვაქცინაციის ჩატარება 1, 6 და 12 წლის ასაკში.
ფეხმძიმე ქალებმა დამატებით უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია წითურას საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით.