წითელა

წითელა

 

 

წითელა მწვავე ვირუსულ-ინფექციური დაავადება, რომლის ბუმია გაზაფხულზე, შემოდგომით და ზამთარში. ყველაზე ხშირად 2-დან 5 წლამდე ბავშვებს ხვდებათ, იშვიათად უფროსებს, მათ, ვისაც არ გადაუტანია წითელა ბავშვობაში.

 

მიზეზები

დაავადებას იწვევს წითელას ვირუსი, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ადამიანის ორგანიზმში ვირუსი ხვდება თვალის ლორწოვანიდან, პირიდან და ზედა სასუნთქი გზებიდან. 

ასევე შესაძლებელია ნაყოფის დაავადება მუცლადყოფნის პერიოდში.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         კატარალური პერიოდი (საერთო სისუსტე, ტემპერატურის აწევა 40 გრადუსამდე, მადის დაკარგვა, სახის შეშუპება და შემდეგ დაწითლება);

·         გამონაყარის პერიოდიმანანის ბურღულის» ტიპის თეთრი ლაქები ქუთუთოებთან, ტუჩებთან, ღრძილებზე, ღია ფერის გამონაყარი ყურებთან, სახეზე, კისერზე, გულმკერდზე, რომელიც ნელ-ნელა გადადის მთელ ტანზე);  

·         გამოჯანმრთელების პერიოდი (გამონაყარის შემცირება, კანის დახეთქვა გამონაყარის ადგილას).

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკისთვის ექიმი-პედიატრი ნიშნავს:

·         სისხლის და შარდის საერთო ანალიზს;

·         სეროლოგიურ და ბაქტეროლოგიურ გამოკვლევებს.

დაავადების მძიმე ფორმისას ასევე ინიშნება

·         გულმკერდის უჯრედების რენტგენოგრაფია;

·         ელექტროენცეფალოგრაფია.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;

·         სიცხის დამწევ პრეპარატებს;

·         ანტიბიოტიკებს;

·         პოლივიტამინებს;

·         ამოსახველებელ საშუალებებს;

·         მსუყე კვებას;

·         პირის ღრუსა და თვალების საგულდაგულო მოვლას;

·         წოლით რეჟიმს.

სიტუაციის გართულების შემთხვევაში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

 

დიეტა

ბავშვებისთვის რეკომენდირებულია რძე-ვიტამინური დიეტა.

წითელას დროს ინიშნება დიეტა №2, მოგვიანებით დიეტა №15.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა შემდეგი გართულებების განვითარება:

·         პნევმონია;

·         ლარინგიტი;

·         ბროქნქიტი;

·         ცრუ კრუპი;

·         მენინგიტი;

·         პოლინევრიტი;

·         წითელას ენცეფალიტი.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         5 წლამდე ასაკის ბავშვები;

·         20 წელს ზევით ადამიანები, ვისაც ბავშვობაში არ გადაუტანია წითელა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         წითელას ვაქცინაციის ჩატარება;

·         დაავადებულებთან კონტაქტისგან თავის შეკავება;

·         საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მუდვმიად განიავება და სისუფთავის დაცვა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.