წინამენსტრუალური სინდრომი

წინამენსტრუალური სინდრომი

 

წინამენსტრუალური სინდრომი მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სხვადასხვა ტკივილები მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (მენსტრუაციის დაწყებამდე 2-12 დღით ადრე).

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         ხშირი ფსიქო-ემოციონალური დატვირთვა;

·         გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები;

·         არასწორი კვება;

·         ჰორმონების დონის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გინეკოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:

·         ანამნეზის შეკრებას;

·         სისხლის ანალიზს ჰორმონებზე

 

დამატებით შეიძლება დაინიშნოს:

·         ელექტროენცეფალოგრამა;

·         თირკმელების ფუნქციის შემოწმება;

·         მამოგრაფია, სარძევე ჯირკვლების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიალერგიულ პრეპარატებს;

·         ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ პრეპარატებს;

·         შარდმდენებს;

·         ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს;

·         არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.

მკურნალობა გრძელდება 3 თვე. ხდება 2-3 მენსტრუალურ ციკლზე შესვენება. თუ სიმპტომები ისევ გამოვლინდება თერაპია გრძელდება.

 

რისკის ჯგუფი

·         30 წელს ზემოთ ქალები;

·         გამხდარი ქალები;

·         არამდგრადი ხასიათის მქონე ქალები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         რაციონალური და დაბალანსებული კვება;

·         სხეულის მასის კონტროლი;

·         ინტენსიური ფსიქიკური და ემოციური დატვირთვის თავიდან არიდება;

·         გინეკოლოგთან ვიზიტი წელიწადში 2-ჯერ.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.