წელის ოსტეოქონდროზი
წელის ოსტეოქონდროზი – დაავადება, რომელიც აზიანებს ხერხემლის გავა-წელის ნაწილს. წარმოადგენს ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებულ სახეობას.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ნერვული დაბოლოებების დაზიანება;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის დაავადებები;
· ხერხემლის მალებს შორის მანძილის შეკუმშვა;
· მცირე მენჯის ორგანოების დაავადება;
· ჭარბი წონა;
· ზურგის დაზიანება;
· ძირითადად მჯდომიარე ცხოვრების წესი;
სიმპტომები
· ყრუ ტკივილები ხერხემალში, რომელიც შეიძლება გადაეცეს ფეხს;
· ნებისმიერი მოძრაობის დროს გაძლიერებული ტკივილი;
· წვივის, ტერფის მგრძნობელობის გაზრდა;
· ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება;
· ტკივილის კერებში კანის სიმშრალე და დახეთქვა;
· ფეხებში სიცივის შეგრძნება;
· ტერფების არტერიების სპაზმები;
· შარდვის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· ხერხემლის გავა-წელის ნაწილის რენტგენი;
· გავა-წელის ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· გავა-წელის ნაწილის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს მცირე მენჯის ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
· ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ნოვოკაინის ბლოკადებს;
· მანუალურ თერაპიას;
· ხერხემლის გაჭიმვას;
· ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;
· სამკურნალო ფიზკულტურას.
ქირურგიული ჩარევა ხდება ხერხემალშორისი თიაქარის განვითარების შემთხვევაში.
საშიშროება
დაავადების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს:
· იშიასი;
· მალების არასტაბილურობა;
· შარდსასქესო სისტემის დარღვევები;
· რადიკულიტი;
· თიაქარი;
· პროტრუზია;
· კიფოზი.
რიკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· მძიმე ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანები;
· სუსტი განვითარების კუნთების სისტემის მქონე ადამიანები;
· მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ზურგისა და თეძოების კუნთების გამაგრება;
· ხერხემალზე დატვირთვების კონტროლი;
· ხერხემლის სწორად დაჭერა;
· ზურგის ტრავმებისგან თავის დაცვა;
· მკვეთრი მოძრაობების გაკეთების გარეშე დახრა, ან მოტრიალება.