ვიტილიგო
ვიტილიგო – კანის ქრონიკული დაავადებაა, ახასიათებს კანზე თეთრი ლაქების გაჩენა, რომლებზეც არ აღინიშნება კანის პიგმენტაცია. დაავადება ჩნდება სხეულის სხვადასხვა ადგილებში და ლორწოვან გარსზე. ყველაზე ხშირად ახალგაზრდებში გვხვდება.
მიზეზები
დაავადების გაჩენის მიზეზია ის, რომ მელანტოციტები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პიგმენტაციაზე, კარგავენ თავის ფუნქციას, რაც იწვევს კანის გაუფერულებას. ვიტილიგოს მიზეზებია:
· გენეტიკური მიდრეკილება;
· ნერვული სისტემის მოშლა;
· ნეიროენდოკრინული დარღვევები;
· მზის ძლიერი დამწვრობა;
· მეტაბოლიზმის პროცესების დარღვევა;
· ფარისებრი ჯირკვლის არასწორი ფუნქციონირება;
· საკვერცხეების დისფუნქცია;
· აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· კანზე ლაქების გაჩენა (თეთრი ან ბეჟი ფერის), ლოკალიზდება სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
· დაზიანებული ადგილის ეტაპობრივი გაფართოვება;
· დაავადების კერის გარშემო აღინიშნება ჰიპერპიგმენტაცია;
· ლაქების ადგილას თმის გაქრობა;
· ქავილი დაზიანებულ ადგილებში (იშვიათ შემთხვევაში);
· ლაქების ადგილებზე კანის დახეთქვა (დაავადების ატიპიურ შემთხვევებში).
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-დერმატოლოგი ატარებს მთელ რიგ გამოკვლევებს, რომლებშიც შედის:
· კანის ბიოპსია;
· ჰისტოლოგიური გამოკვლევა;
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
· ვუდის ნათურით დათვალიერება.
აუცილებელია ვიტილიგოს გარჩევა ატროფიული დერმატიტისგან, ტრიქოფიტიისაგან, ლეიკოდერმისაგან და მელანომასგან.
მკურნალობა
ვიტილიგო მკურნალობას ექვემდებარება შემთხვევების მხოლოდ 5%-ში, კანის პიგმენტაციის სრულად აღდგენა შეუძლებელია. დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· თუთიისა და სპილენძის შემცველ ვიტამინებს;
· სელექციურ ფოტოთერაპიას;
· ულტრაიისფერ დასხივებას;
· ლაზეროთერაპიას;
· PUVA-თერაპიას (ფსოლარენ+ულტრაიისფერი დასხივება );
· კორტიკოსტეროიდულ მალამოებს;
· ჰორმონალურ ტერაპიას.
შესაძლებელია ქირურგიული ოპერაცია (კანის ტრანსპლანტაცია)
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების მკურნალობის დროული დადგენა და დაწყება, ასევე ლაქების მზის სხივებისგან დაცვა, არის ისეთი გართულებების განვითარების რისკი, როგორიცაა:
· მზის დამწვრობა;
· კანის კიბო.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან
· სტრესისადმი არამდგრადი ადამიანები;
· აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები;
· ადრენოკორტიკალური უკმარისობის მქონე პირები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
· მავნე საწარმოებში მომუშავეები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
· მზეზე დიდი ხნით ყოფნისგან თავის შეკავება;
· მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის შეზღუდვა;
· ქრონიკული დაავადებების დროული მკურნალობა.