ვენების თრომბოზი
ვენების თრომბოზი – დაავადება, რომლის დროსაც ვენებში ვითარდება თრომბები, რაც ხელს უშლის სისხლის თავისუფალ მოძრაობას. დაავადება უფრო მეტად ჩნდება ქვედა კიდურებზე.
მიზეზები
· მუცლის ღრუს ორგანოების და დიდი სახსრების ოპერაციები;
· ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი;
· ძვლების მოტეხილობა, სისხლძარღვების დაზიანება;
· სხვა დაავადებების გართულებები;
· ხშირი ფრენა, საჭესთან ხანგრძლივი ჯდომა;
· ჭარბი წონა;
· ავთვისებიანი წარმონაქმნები;
· ფეხმძიმობა;
· რიგი პრეპარატების მიღება.
სიმპტომები
· ძლიერი შეშუპება;
· დაზიანებული ადგილების ტკივილი;
· დაზიანებულ ადგილზე ზეწოლისას ტკივილი ძლიერდება;
· დაზიანებულ ადგილზე კანს აქვს ლურჯი ფერი;
· თრომბის გაჩენის ადგილზე კანი ხურს;
· ზედა ვენების დაბერვა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფლებოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· BCF ნიმუშები;
· მარშის ნიმუშები;
· ფლებოგრაფია;
· ვენების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· ვენების დოპლერული ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· რადიონუკლიდური სკანირება;
· ვენების დუპლექსური სკანირება.
მკურნალობა
· მედიკამენტური თერაპია;
· თრომბოლიზი;
· თრომბის ქირურგიული გზით მოცილება;
· კავა-ფილტრის დაყენება.
საშიშროება
· მსხვილი ვენების გაჭედვა;
· თრომბის დაჩირქება;
· სეფსისი;
· განგრენა;
· ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
· მოხუცები;
· ფეხმძიმე ქალები;
· მძიმე ოპერაციების გადატანა, რომელთა შემდეგ საჭიროა ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი;
· ჭარბწონიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მასაჟისა და ფეხების სპეციალური ვარჯიშის შესრულება;
· კომპრესული თეთრეულის ტარება;
· ფეხებზე დიდი ხნით დატვირთვის თავიდან აცილება;
· ფეხი-ფეხ გადადებული ჯდომისგან თავის შეკავება.