ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისტონია
ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისტონია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში სისხლძარღვოვანი სისტემის მოქმედების დარღვევა, რაც იწვევს ორგანოებსა და ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობას. დღეისათვის დაავადება საკმაოდ გავრცელებულია და გვხვდება დედამიწის მოსახლეობის 80%-ში.
ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დაავადება არის სამი ტიპის:
· გულის (ჰაერის უკმარისობა, გულისცემის გადაჭარბება);
· ჰიპოტენზიური (დაბალი წნევა, გულყრისკენ მიდრეკილება, ორგანიზმის საერთო სისუსტე);
· ჰიპერტენზიული (ახასიათებს აწეული არტერიული წნევა).
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის და სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმდებით, როგორიცაა:
· ემოციონალური სტრესი;
· კლიმატური ზონების ცვლილება;
· ფიზიკური, გონებრივი გადატვირთვა;
· ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნები;
· ნევროლოგიური, ენდოკრინული დაავადებების გამწვავება;
· ნევროტული გაღიზიანება.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· არტერიული წნევის მერყეობა;
· გლის ცემის გახშირება;
· ხუთვა, ქოშინი, სუნთქვის გახშირება, ჰაერის უკმარისობა;
· გულძმარვა, გულის რევა;
· შემცივნება, ჭარბი ოფლიანობა;
· თავბრუს ხვევა;
· მაღალი გაღიზიანებადობა;
· შრომისუნარიანობის დაქვეითება;
· მადისა და ძილის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-ნევროლოგი ატარებს ორგანიზმის იმ სისტემის გამოკვლევას, რომელშიც აღინიშნება ვეგეტატიური დარღვევები. პაციენტს შესაძლოა დაენიშნოს:
· სისხლის, შარდის ანალიზი;
· ტრანსკრანიალური დოპლეროგრაფია;
· ხერხემლის ზედა კისრის ნაწილის რენტგენი;
· თავის ტვინის, გულმკერდის, ხერხემლის კისრის ნაწილის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
რიგ შემთხვევებში საჭიროა თერაპევტის და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს შემდეგი სახის პროცედურებს:
· ფიზიოთერაპიული პროცედურები (მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა);
· აკუპუნქტურა;
· ფიტოთერაპია;
· მანუალური თერაპია;
· ვეგეტოტროპული პრეპარატები;
· კარდიოვასკულარული პრეპარატები.
რისკის ჯგუფი
· ადამიანები, რომელბსაც აქვთ ადვილად გაღიზიანებადი ნერვული სისტემა;
· ადამიანები, რომლებსაც აქვთ ხშირი სტრესი და/ან ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
· ქრონიკული დაავადებების გამწვავება;
· ჰიპერტონია;
· ჰიპოტენზია;
· ინსულტი;
· ინფარქტი.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ალკოჰოლის გამორიცხვა;
· სიგარეტის გამორიცხვა;
· ყავისა და მუქი ჩაის გამორიცხვა;
· გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესრულება;
· თავის, კისრის, მტევნებისა და ტერფების მასაჟი.