ვარიკოცელე
ვარიკოცელე — დაავადება, რომელიც იწვევს სათესლე ჯირკვლებისა და ბაგირაკის ვენების გაგანიერებას. უფრო ხშირია მარცხენა საკვერცხის ვარიკოცელე (შემთხვევების 90-98%). მარჯვენა ან ორმხრივი ვარიკოცელე გვხვდება იშვიათად და სპეციფიკური მიზეზები აქვს, რაც დეტალურ კვლევას მოითხოვს.
სამედიცინო პრაქტიკაში ვარიკოცელე ბავშვებში ყველაზე მეტად 13-17 წლის ასაკში აღინიშნება.
გამოყოფენ შემდეგი დონის ვარიკოცელეს:
· I დონე – ხასიათდება ბაგირაკის გადიდებით და მისი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ დეპლეოგრაფიის ჩატარებისას.
· II დონე – ვენების გაგანიერების დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით, როცა პაციენტი ფეხზე დგას საკვერცხის ზომა და მდგომარეობა არ იცვლება.
· III დონე – ბაგირაკის გადიდება თვალსაჩინოა როგორც დგომისას, ისე წოლით მდგომარეობაში.
· IV დონე – საკვერცხის და სათესლე ბაგირაკის გაგანიერება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, საკვერცხე რბილია და ზომაში დაპატარავებული.
მიზეზები
ვარიკოცელეს წარმოშობის მიზეზებია:
· საკვერცხის სისხლით არასწორი მომარაგება;
· გენეტიკური მიდრეკილება სისხლძარღვების სისუსტისკენ;
· მცირე მენჯის ვენებში გაზრდილი წნევა.
ვარიკოცელეს სიმპტომები
ვარიკოცელე მამაკაცებში შეიძლება არ იწვევდეს არანაირ პრობლემას და გამოვლენილი იქნას შემთხვევით, გამოკვლევის ჩატარების შემდეგ.
თუმცა შესაძლოა შემდეგი სახის სიმპტომების გამოვლენა:
· სიმძმის შეგრძნება საკვერცხეებში, რომელიც ძლიერდება დიდი ხნით ფეხზე დგომის ან ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში;
· ყრუ ტკივილები (შეიძლება იგრძნობოდეს წვა და ჩხვლეტა) საკვერცხეებში, ბარძაყების შიდა მხარეს.
დიაგნოსტიკა
ვარიკოცელეს მკურნალობის დასადგენად ექიმი-უროლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
· დოპლეროგრაფიას;
· ვალსალვის სინჯის ანალიზს;
· სქესობრივი ჰორმონების გამოკვლევას;
· სპერმოგრამას.
ვარიკოცელეს მკურნალობა
ვარიკოცელეს მკურნალობა შეუძლებელია ქირურგიული ჩარევის გარეშე, რადგან კონსერვატიული მეთოდები არაეფექტურია დაავადების ნებისმიერ სტადიაზე. დღეისათვის არსებობს ოპერაციების რამოდენიმე სახე:
· ანტეგრადული სკლეროთერაპია;
· ვენის მიკროქირურგიული ამოკვეთა ან გადაკვანძვა;
· ივანისევიჩის ოპერაცია (სათესლე ვენების გადაკვანძვა);
· პალმო-ეროხინის ოპერაცია (შიდა სათესლე ვენის გადაკვანძვა საკვერცხის ლიმფური სისხლძარღვებისგან დამოუკიდებლად);
· ლაპარასკოპიური მკურნალობა.
საშიშროება
საკვერცხის ვარიკოცელემ შეიძლება გამოიწვიოს:
· იშემია;
· საკვერცხეში სკლეროტული ცვლილებები;
· უნაყოფობა.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისთვის თავის არიდება;
· ნაწლავების მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევა;
· ალკოჰოლის გამორიცხვა;
· ექიმთან გამოკვლევის სისტემატიურად ჩატარება.